USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
Tbilisi
საფრანგეთში პოლიციასთან შეტაკებების დროს დაკავებულთა რაოდენობამ 1 400-ს მიაღწია
Date:  530

საფრანგეთში, პოლიციელის მიერ მოკლული 17 წლის ახალგაზრდის მიმართ სოლიდარობის ნიშნად მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება გრძელდება.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციასთან შეტაკებების დროს დაკავებულთა რაოდენობამ 1 400-ს მიაღწია, მათ შორის, 470 აქტივისტი გასულ ღამეს დააკავეს.

BBC-ის ცნობით ბოლო დღე-ღამის განმავლობაში განსაკუთრებით მძიმე დაპირისპირებები ქალაქ მარსელში იყო.

საფრანგეთში არეულობის ფონზე, ქვეყნის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სოციალურ მედიას ძალადობის გაღვივებაში ადანაშაულებს.

მაკრონის თქმით, ახალგაზრდები, რომლებიც არეულობებში მონაწილეობენ, „ვიდეოთამაშების ცხოვრებით ცხოვრობენ, რამაც ისინი რეალობას ჩამოაშორა“.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way