USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
თბილისი
საფრანგეთში პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება, დაკავებულია 421 ადამიანი
თარიღი:  423

საფრანგეთში პოლიციელის მიერ მოკლული 17 წლის ახალგაზრდის მიმართ სოლიდარობის გამოსახატად დაწყებული საპროტესტო აქციები უკვე მესამე ღამეა გრძელდება.

პოლიციასა და მომიტინგეებს შორის ძალადობრივ შეტაკებები და არეულობაა დიდ ქალაქებში, მათ შორის პარიზში, მარსელში, ლიონში, ტულუზასა და ლილიში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით სულ მცირე 421 ადამიანია დაკავებული. ხელისუფლებამ სიტუაციის გასაკონტროლებლად 40 000 სამართალდამცავი განალაგა.

პოლიციელი, რომელმაც სამშაბათს დილით17 წლის ნაჰელს ესროლა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. მან დაღუპულის ოჯახს, მომხდარის გამო, ბოდიში მოუხადა.

აღსანიშნავია, რომ საპროტესტო აქციები ბრიუსელშიც გაიმართა. ბელგიის დედაქალაქში პოლიციამ 15 ადამიანი დააკავა ქალაქის ცენტრში მას შემდეგ, რაც დემონსტრანტებმა სხვადასხვა ნივთებს ცეცხლი წაუკიდეს.

საზოგადოება
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის