USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
საფრანგეთს ნიგერიდან ჯარი გაჰყავს
თარიღი:  704

საფრანგეთი ნიგერიდან, სადაც ივლისში სამხედრო გადატრიალება მოხდა, ჯარს გაიყვანს, - ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

მისი თქმით, 1500 ჯარისკაცის გაყვანა წლის ბოლომდე განხორციელდება და რომ საფრანგეთმა უარი თქვა „პუტჩისტების მძევლობაზე“.

მაკრონის ინფორმაციით, საფრანგეთმა ნიგერიდან საკუთარი ელჩი უკვე გაიწვია. Reuters-ი წერს, რომ საფრანგეთის გასვლა, სავარაუდოდ, გაამძაფრებს დასავლეთის შეშფოთებას აფრიკაში რუსეთის გავლენის გაფართოების გამო. აღსანიშნავია, რომ დაქირავებულ მებრძოლთა ჯგუფი "ვაგნერი" უკვე იმყოფება ნიგერის მეზობელ მალიში.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის