USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Tbilisi
საფრანგეთის რესპუბლიკის სენატორი კლოდ მალურე - ჩვენმა წინაპრებმა დიდ ფასად დაამარცხეს ფაშიზმი და ბოლშევიზმი. ჩვენი თაობის გამოწვევაა 21-ე საუკუნის ტოტალიტარიზმის დამარცხება
Date:  473
საფრანგეთის რესპუბლიკის სენატორის - კლოდ მალურეს გამოსვლა პარლამენტის ზედა პალატის პლენარულ სხდომაზე:
 „ევროპა ისტორიულ გზაჯვარედინზე დგას. ამერიკული ფარი იმსხვრევრევა, უკრაინა მიტოვების საფრთხის წინაშეა, რუსეთი ძლიერდება.
ვაშინგტონი ნერონის სამეფო კარს დაემსგავსა - ფიცხი იმპერატორით, დამონებული კარისკაცებით და კეტამინით გაბრუებული კლოუნით, რომელსაც საჯარო სამსახურის წმენდა მიანდეს.
ეს თავისუფალი სამყაროს, უპირველეს ყოვლისა კი, შეერთებული შტატების ტრაგედიაა.
 ტრამპის გზავნილია: აშშ-ის მოკავშირეობას აზრი არ აქვს, ვინაიდან ის არ დაგიცავს, საერთო მტრებთან შედარებით უფრო მაღალ გადასახადებს დაგიწესებს,, დაგემუქრება შენი ტერიტორიების დაკავებით და პარალელურად, მხარს დაუჭერს შენსავე დამპყრობელს...
 შეერთებული შტატების ისტორიაში არცერთი პრეზიდენტი არ დანებებულა მტერს; არცერთს დაუჭერია მხარი აგრესორისთვის მოკავშირის წინააღმდეგ. არცერთს გაუთელავს ამერიკის კონსტიტუცია, არცერთს გამოუცია ამდენი უკანონო დეკრეტი, არცერთს გაუთავისუფლებია მოსამართლეები, რომლებიც მას შეზღუდავდნენ უკანონობაში, არცერთს გაურიყავს გაერთიანებული შტაბის სამხედროები ხელის ერთი მოსმით, არცერთს შეუსუსტებია სახელმწიფო კონტროლი, არცერთს დაუწესებია ამგვარი შეზღუდვები მედიაზე.
ეს არ არის უბრალოდ ლიბერალიზმისგან გადახრა, ეს დემოკრატიის განადგურების, გაცამტვერების დასაწყისია.
 გავიხსენოთ, რომ მხოლოდ ერთი თვე, სამი კვირა და ორი დღე დასჭირდა ვაიმარის რესპუბლიკისა და მისი კონსტიტუციის ჩამოშლას. მე მჯერა ამერიკის დემოკრატიის ძლევამოსილების, ქვეყანა უკვე გამოხატავს პროტესტს, მაგრამ ტრამპმა ერთ თვეში უფრო მეტად ავნო ამერიკას, ვიდრე წინა პრეზიდენტობის ოთხ წელიწადში.
 ჩვენ ვებრძოდით დიქტატორს, ახლა ვებრძვით დიქტატორის მიერ მხარდაჭერილ დიქტატორს!
ზუსტად იმ წამს, როდესაც ტრამპი თეთრ სახლში ზურგზე ხელს ურტყამდა მაკრონს, შეერთებული შტატები რუსეთთან და ჩრდილოეთ კორეასთან ერთად ხმას აძლევდა ევროპელების წინააღმდეგ გაეროს კენჭისყრაზე.
არაფერი შეგვეშალოს. უკრაინის მარცხი ევროპის მარცხის ტოლფასი იქნება. ბალტიის რესპუბლიკები, საქართველო, მოლდოვა უკვე რიგში დგანან. პუტინის მიზანია იალტისკენ შემობრუნება, როცა ნახევარი კონტინენტი სტალინს დაეთმო...
პუტინის მიზანია ბოლო მოუღოს მსოფლიო წესრიგს, რომელიც შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა დააფუძნეს 80 წლის წინ და რომლის უპირველესი პრინციპია: ტერიტორიების ძალადობრივად მიერთების დაუშვებლობა.
 მაშასადამე, ჩვენ მარტო ვართ, მაგრამ ტყუილია, თითქოს პუტინისადმი წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ აქვს. კრემლის პროპაგანდის მიუხედავად, რუსეთი ცუდ დღეშია. სამი წლის განმავლობაში ე.წ. მსოფლიოს მეორე არმიამ მხოლოდ უკრაინული მიწების მცირედი ნაწილის დაკავება შეძლო, იმ ქვეყნის მიწების, რომელიც მასზე სამჯერ პატარაა მოსახლეობით.
 შოკი ძლიერია, მაგრამ საჭირო. ევროპელები მიხვდნენ, რომ უკრაინის გადარჩენა და ევროპის მომავალი მხოლოდ მათ ხელშია...
ჩვენ უნდა ავაშენოთ წარსულში უგულებელყოფილი ევროპული თავდაცვა, რომელიც 1945 წლიდან მოყოლებული ამერიკული ქოლგის პირობებში მივივიწყეთ. ეს ჰერაკლეს დარი ამოცანაა, მაგრამ მისი დაძლევით თუ დაუძლევლობით იმსჯელებენ დღევანდელი დემოკრატიული ევროპის ლიდერებზე ისტორიის სახელმძღვანელოები...
ტრამპისტები ძალაუფლების ზენიტში არიან: ისინი აკონტროლებენ აღმასრულებელ ხელისუფლებას, პარლამენტს, უზენაეს სასამართლოს და სოციალურ ქსელებს... მაგრამ ამერიკის ისტორიაში თავისუფლებისთვის მებრძოლნი ყოველთვის იმარჯვებდნენ. ისინი უკვე მზად არიან ფეხზე მყარად წამოდგნენ, თავი მაღლა ასწიონ.
ჩვენმა წინაპრებმა დიდ ფასად დაამარცხეს ფაშიზმი და ბოლშევიზმი. ჩვენი თაობის გამოწვევაა 21-ე საუკუნის ტოტალიტარიზმის დამარცხება.“
კლოდ მალურე (1950) - ფრანგი ექიმი, სამართალმცოდნე და პოლიტიკოსი. რესპუბლიკის სენატის წევრი 2014 წლიდან. გახლდათ გოლისტური კოალიციის წარმომადგენელი, ამჟამად ირიცხება ცენტრისტული პარტია "ჰორიზონტის" შემადგენლობაში. მისი 7 მარტის გამოსვლა ვირუსულად გავრცელდა აშშ-ისა და ევროპული ქვეყნების აუდიტორიებში.
society
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way