USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
Тбилиси
საფრანგეთის ელჩი - შეთანხმებამდე ბოლო ნაბიჯები ყველაზე რთულია, წინ საქართველო!
дата:  678

„ყველა მხარეს აქვს შანსი აჩვენოს, რომ დისკუსიებს, პასუხისმგებლობის გრძნობასა და გამბედაობას შეუძლია ხელი შეუწყოს ძლიერი უთანხმოების მოგვარებას და დემოკრატიის გამყარებას, - ამის შესახებ საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი „ტვიტერში“ წერს, რითაც ის მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის ევროკავშირის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესს ეხმიანება.

„შეთანხმების მიღწევამდე ბოლო ნაბიჯები ყველაზე რთულია. მადლობა კრისტიან დანიელსონს, ევროკავშირს, აშშ-ს ჩატარებული სამუშაოებისთვის. წინ საქართველო! ყველა მხარეს აქვს შანსი აჩვენოს, რომ დისკუსიებს, პასუხისმგებლობის გრძნობასა და გამბედაობას შეუძლია, ხელი შეუწყოს ძლიერი უთანხმოების მოგვარებას და დემოკრატიის გამყარებას. თანამედროვე მსოფლიოსთვის ეს დიდი გაკვეთილი იქნება“, - წერს საფრანგეთის ელჩი.

голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати