USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Tbilisi
საფრანგეთი რუსეთთან დათმობაზე არ წავა და სურს, რომ უკრაინამ ომი მოიგოს
Date:  730

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ საფრანგეთი რუსეთთან დათმობაზე არ წავა და სურს, რომ უკრაინამ ომი მოიგოს.

უკრაინამ და აღმოსავლეთ ევროპელმა მოკავშირეებმა ემანუელ მაკრონი მას შემდეგ გააკრიტიკეს, რაც საფრანგეთის ლიდერმა განაცხადა, რომ ომის დასრულების შემდეგ, რუსეთის დამცირება არ უნდა მოხდეს, რათა შესაძლებელი იყოს დიპლომატიური გადაწყვეტის გამოძებნა.

„როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ჩვენ უკრაინის გამარჯვება გვინდა. ჩვენ გვინდა, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს. პრეზიდენტის ნათქვამში არ არის დათმობაზე წასვლის სულისკვეთება. როდესაც ის პირდაპირ ესაუბრება მას [პუტინს], ეს არ არის კომპრომისი, არამედ იმის გამოხატვა, თუ როგორ ვხედავთ სიტუაციას“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურმა პირმა.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way