საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ საფრანგეთი რუსეთთან დათმობაზე არ წავა და სურს, რომ უკრაინამ ომი მოიგოს.
უკრაინამ და აღმოსავლეთ ევროპელმა მოკავშირეებმა ემანუელ მაკრონი მას შემდეგ გააკრიტიკეს, რაც საფრანგეთის ლიდერმა განაცხადა, რომ ომის დასრულების შემდეგ, რუსეთის დამცირება არ უნდა მოხდეს, რათა შესაძლებელი იყოს დიპლომატიური გადაწყვეტის გამოძებნა.
„როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ჩვენ უკრაინის გამარჯვება გვინდა. ჩვენ გვინდა, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს. პრეზიდენტის ნათქვამში არ არის დათმობაზე წასვლის სულისკვეთება. როდესაც ის პირდაპირ ესაუბრება მას [პუტინს], ეს არ არის კომპრომისი, არამედ იმის გამოხატვა, თუ როგორ ვხედავთ სიტუაციას“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურმა პირმა.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.