საფრანგეთი და გერმანია ფრანკო-გერმანულ თავდაცვით და უსაფრთხოების საბჭოს შექმნიან. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
ტელეარხის ცნობით, ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მაკრონის თქმით, საბჭო სტრატეგიულ გამოწვევებზე ოპერატიული რეაგირებისთვის რეგულარულად შეიკრიბება. გარდა ამისა, ორი ქვეყანა თავდაცვაში ინვესტირებას მაქსიმალურად გააგრძელებს.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.