USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
Tbilisi
საფეხბურთო ომი - ჰონდურასი და სალვადორი
Date:  708
1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციოს ორ-მატჩიან დაპირისპირებაში ერთმანეთს ორი ცენტრალური ამერიკის სახელმწიფოს ნაკრები - ჰონდურასი და სალვადორი შეხვდა.
 
მატჩამდე ბევრი უსიამოვნო რამ მოხდა ამ ორ ქვეყანას შორის. 60-იანების ჰონდურასში მიწების უმეტესობა დიდ კორპორაციებს ეკავათ. ერთ-ერთი იყო გაერთიანებული ხილის კომპანია, რომელმაც მიწის 10%-ის დაკავებით, ერთგვარი მონოპოლია დაამყარა. ცოტა ხანში კი ამ კომპანიამ რამდენიმე სხვა დიდ კომპანიასთან ერთად დაარსა "ჰონდურასელ ფერმერთა და რანჩოელთა ეროვნული ფედერაცია", ისინი კი სახელმწიფო მეთაურს, გენერალ ოსვალდო ლოპეს არელანიოს სთხოვდნენ, რომ დაეცვა მცირე და მსხვილ მიწათმფლობელთა ქონება.
 
1962 წელს ჰონდურასმა ახალი მიწის რეფორმა გამოსცა, რომელიც 5 წლის შემდგომ აღსრულდა. ამ კანონის ძალით ცენტრალურმა მთავრობამ და მუნიციპალიტეტებმა დაიკავეს სალვადორელი იმიგრანტების მფლობელობაში მყოფი მიწის დიდი რაოდენობა არალეგალურად და გადაანაწილეს იქაურ ჰონდურასელებზე, მიუხედავად იმიგრანტ ფერმერთა და მაცხოვრებელთა პრეტენზიებისა საკუთრებისა და იმიგრაციის სტატუსზე. სწორედ ამან გამოიწვია ურთიერთობის გაუარესება ამ ორ ხალხს შორის, რამაც მალე უბიძგა მათ შეიარაღებული კონფლიქტისკენ.
 
1969 წლის 8 ივნისი, ტეგუსიგალპა, პირველი მატჩი საკვალიფიკაციოს პლეი-ოფის. მატჩამდე ჰონდურასელმა ფანებმა შეავიწროვეს მეტოქე ფეხბურთელები სასტუმროსთან ღამით. თამაში მასპინძლებმა 1-0 მოიგეს, რასაც სტუმართა ფანების მხრიდან სტადიონისთვის ცეცხლის გახსნა მოჰყვა. 1 კვირის თავზე კი შური იძიეს სალვადორელებმა: სასტუმროსთან სისხლიანი ამბოხით, მატჩის საწყის წუთებში ჰონდურასის დროშისკენ შავი ნაჭრის სროლითა და 3-0 ანგარიშის მოგებით. 26 ივნისს კი დაინიშნა გადამწყვეტი თამაში მეხიკოში, რომელშიც 3-2 იმარჯვეს სალვადორელებმა დამატებით დროში, ცოტა ხანში ჰაიტიც დაჯაბნეს და მსოფლიოს საგზური მოიგეს.
 
og_og_1694711259253139740
 
თუმცა მანამდე ჰონდურასის მთავრობამ სალვადორს გამოუცხადა, რომ ჯერ კიდევ არ მიუღია საჭირო ზომები მათი ხალხის მიერ ჰონდურასში ჩადენილი გენოციდის მიმართ, რომელიც მატჩის პარალელურად მოეწყო.
 
ორ ქვეყანას შორის მცირე შეტაკებები დაიწყო, რომელიც 3 ივლისიდან 13 ივლისამდე მიმდინარებოდა. 14-17 ივლისს კი ომი დაიწყო. სალვადორმა მიაღწია მცირე წარმატებებს, თუმცა კონტრშეტევისას ჰონდურასის ჯარმა მტრისთვის სერიოზული ზიანის მიყენება შეძლო, მაგრამ ბოლოს თავდაცვაში ჩაჯდომა მოუწიათ, რა დროსაც მოკლეს სალვადორელი კაპიტანი გილერმო რეინალდო კორტეზი. 18-ში, საბოლოოდ, ხელი მოეწერა ცეცხლშეწყვეტის შეთანხმებას. სალვადორმა 107 ადამიანი დაკარგა, 593 დაუშავდა და 3 საჰაერო მფრენი განადგურდა. ჰონდურასს 99 კაცი გარდაეცვალა და 66 დაიჭრა.
 
წლების შემდეგ ხელი მოეწერა მშვიდობის ხელშეკრულებასა და საზღვრის დემარკაციის ხელშეკრულებას. ცალკე სადაო ტერიტორიად ქცეული ფონსეკას ყურე კი მშვიდობის ზონად გამოცხადდა.
 
ესეც ფეხბურთის სამწუხარო რეალობაა, ომის საბაბად გამოყენებული.
 
society
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way