USD 2.6883
EUR 3.1684
RUB 3.5974
თბილისი
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - დეკემბერში მთავრობის მიერ გასხვისებული 14 სახელმწიფო ქონებიდან 6 კითხვებს აჩენს
თარიღი:  391

ყოველ კვირას  საქართველოს მთავრობა იღებს გადაწყვეტილებებს რა სახელმწიფო ქონება გადასცეს პირდაპირი პრივატიზაციის წესით ამა თუ იმ კომპანიას ან ფიზიკურ პირს. ამ გადაწყვეტილებებზე მიღებული განკარგულებები უკვე მესამე წელია კანონის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ არ ქვეყნდება, რის გამოც უცნობია, ქონება ვინ რა პირობებით დაისაკუთრა ან რა შეღავათებს უწესებს მთავრობა. სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია კორუფციის მაღალი რისკის მატარებელია, ამიტომაც ამ სფეროში გაუმჭვირვალობა დაუშვებელია.

2023 წლის დეკემბერში მთავრობის სხდომებზე განსახილველი 32 საკითხიდან 14 სახელმწიფო ქონების პრივატიზებას შეეხებოდა, რომელთაგან 6 გარკვეულ კითხვებს აჩენს:

ანონიმური პრივატიზაცია

მთავრობის დღის წესრიგში შეტანილი იყო პრივატიზების ორი გადაწყვეტილება, რომელთა შესახებ არაფერია ცნობილი: არც საპრივატიზებო ქონების აღწერა, არც ქონების მიმღები პირის ვინაობა და არც პირობები.

შპს “სომგოს კომპანია”

4 დეკემბერს საქართველოს მთავრობამ საპრივატიზაციო პირობები შეუცვალა შპს “სომგოს კომპანიას”, რომლის მფლობელიც ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილია. ამ კომპანიას  მთავრობამ ჯერ კიდევ 2014 წელს პირდაპირი პრივატიზების გზით, სიმბოლურ ფასად გადასცა 35,000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი სიღნაღში, სასტუმროს აშენების პირობით. სავარაუდოა, რომ მთავრობის გადაწყვეტილება საინვესტიციო ვალდებულებების გადავადებას გულისხმობდა, რისი დეტალებიც უცნობია, რადგან შესაბამისი განკარგულება კანონის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ არ გასაჯაროვდა.

შპს “გლობალ ენტერპრაიზი”

4 დეკემბერს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება გაეტარებინა გარკვეული ღონისძიებები შპს “გლობალ ენტერპრაიზისის” საქმიანობის ხელშესაწყობად. 2018 წელს შპს “გლობალ ენტერპრაიზისმა” სახელმწიფოსგან 15,512 კვ.მ. მიწა და მასზე არსებული 5 შენობა მარილის საწარმოს აშენების პირობით სიმბოლურ ფასად, 1 ლარად მიიღო. ამასთან, კომპანია დაფინანსდა სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში-ს“ მიერ. გაურკვეველია ხელშეწყობის რა ღონისძიებების გატარებას აპირებს მთავრობა ამ კომპანიასთან მიმართებაში.

შპს “ნიკორა”

4 დეკემბერს მთავრობამ საპრივატიზაციო პირობები ასევე შეუცვალა შპს “ნიკორას”. საუბარია კომპანიისთვის 2021 წლის 14 დეკემბერს გადაცემულ 8,925 კვ.მ. უძრავ ქონებაზე თბილისში, რომლის საპრივატიზაციო პირობები ასევე უცნობია, რადგან შესაბამისი განკარგულება არც მაშინ გამოქვეყნებულა.

ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი

19 დეკემბერს მთავრობამ საპრივატიზაციო პირობები შეუცვალა ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილს. 2009 წელს ლაშა პაპაშვილს აბასთუმანში 78,998 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები გადაეცა, სასტუმროს აშენების პირობით. პირობის არშესრულების შემდეგ, მთავრობამ პაპაშვილის ხელშესაწყობად პრივატიზაციის პროექტში ცვლილებები სამჯერ შეიტანა: 20142016 და 2018 წლებში. მთავრობის 2023 წლის დეკემბრის გადაწყვეტილებაც, შესაძლოა, საინვესტიციო ვალდებულებების მორიგ ჯერზე გადახედვას ეხებოდეს, თუმცა ამჯერად დეტალები უცნობია, რადგან მთავრობა შესაბამის დოკუმენტს არ ასაჯაროებს.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, იმოქმედოს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, უარი თქვას მთავრობის განკარგულებებისა და პრემიერ-მინისტრის ბრძანებების დამალვის უკანონო პრაქტიკაზე და საზოგადოებისთვის საჯარო გახადოს ეს დოკუმენტები.

საზოგადოება
საპატრიარქომ აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მროველ-ურბნელი მიტროპოლიტ იობის განათლებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

საპატრიარქო განმარტავს, რომ 2026 წლის 23 აპრილს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) წერილობითი თხოვნით მიმართა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორს, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს, რათა მცხეთის სასულიერო სემინარიაში მიღებული განათლების შესაბამისად მისცემოდა დიპლომის ასლი.

საპატრიარქოს თანახმად, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში დაიწყო საქმის წარმოება, რაც ითვალისწინებდა, თავის მხრივ, მიტროპოლიტ იობის მიერ სწავლის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის მოძიებას.

„თბილისის სასულიერო აკადემიამ და სემინარიამ საქართველოს საპატრიარქოს არქივში დაიწყო მასალის მოძიება. მოძიებულ მასალაზე დაყრდნობით, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის 2017 წლის 20 ოქტომბრის N134 ბრძანების საფუძველზე, მიმართა სასწავლებლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელ კომისიას შესაბამისი მტკიცებულებებით. აღნიშნული კომისიის სხდომა გაიმართა ამა წლის 5 მაისს, 13:00 საათზე.

კომისიამ მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა მას თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის