USD 2.6480
EUR 3.0200
RUB 3.5526
თბილისი
საერთაშორისო დამკვირვებელი მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქე უნდა იყოს - საარჩევნო კოდექსში ცვლილებები შედის
თარიღი:  372

"ქართულ ოცნებას" საარჩევნო კოდექსში მორიგი ცვლილებები შეაქვს. კანონის პროექტი უკვე პარლამენტშია და მას იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დღეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი წარადგენს.

ერთ-ერთი ბოლო ცვლილება უცხოეთში საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო უბნების არგახსნას ეხებოდა, შედეგად ათასობით ქართველი ემიგრანტი არჩევნებში მონაწილეობას ვერ შეძლებს.

პარლამენტში განხილული ახალი კანონპროექტი მიხედვით კი:

  • საარჩევნო კომისიის სხდომაზე პირის მიერ სხდომის ფოტო-ვიდეო გადაღებისა და აუდიო მონიტორინგის წესი ცესკოს დადგენილებით განისაზღვრება;
  • საერთაშორისო დამკვირვებელი შეიძლება იყოს მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქე 18 წლის ასაკიდან;
  • განისაზღვრება საერთაშორისო დამკვირვებლის თანმხლები თარჯიმნის რეგისტრაციის პროცედურები.

კანონპროექტის მიხედვით, ცესკოს მიერ რეგისტრირებულმა საერთაშორისო დამკვირვებელმა ორგანიზაციამ კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-2 დღისა ცესკოს მდივანს უნდა წარუდგინოს დამკვირვებლების/თარჯიმნების შესახებ ინფორმაცია და მათი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფოტოასლები. ამ ინფორმაციის შინაარსსა და ფორმას განკარგულებით ადგენს ცესკო.

საარჩევნო კომისიის მდივანი ვალდებულია დამკვირვებლების/თარჯიმნების სიის წარდგენიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა რეგისტრაციაში გაატაროს ამ კანონის მოთხოვნათა დაცვით წარდგენილი დამკვირვებელი/თარჯიმანი და დამკვირვებელ ორგანიზაციას გადასცეს დამკვირვებლის/თარჯიმნის მოწმობა, რომელიც იმავდროულად არის სამკერდე ნიშანი.“

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის