USD 2.7084
EUR 2.9337
RUB 2.9233
Тбилиси
საერთაშორისო ბირჟაზე ნავთობის ფასები ეცემა
дата:  246

მიმდინარე კვირას საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟებზე დაღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება: ბარელი Brent-ის ღირებულება თითქმის 3%-ით, 110-დოლარიან ნიშნულამდე შემცირდა, ხოლო WTI Crude-ის სავაჭრო ფასი ამჟამად 104 დოლარს აღწევს.

ნავთობის და, ზოგადად, ენერგორესურსების ფასების შემცირება გლობალური ეკონომიკური პროგნოზების გაუარესებასთანაა დაკავშირებული. ინვესტორებსა და ტრეიდერებს აქვთ მოლოდინი, რომ აშშ-ის ფედერალური რეზერვისა და ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება მნიშვნელოვნად შეამცირებს ეკონომიკურ აქტივობასა და მობილობას, რაც, თავის მხრივ, ნეგატიურად აისახება საწვავის მოთხოვნაზე.

აღნიშნულ მოსაზრებას ამყარებს FED-ის ხელმძღვანელ ჯერომ პაუელის მიერ კონგრესში გაკეთებული განცხადება. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ინფლაციის შესაკავებლად ფედერალური რეზერვი უკან არაფერზე დაიხევს და ყველა საჭირო ზომას მიიღებს, მიუხედავად იმისა, გამოიწვევს თუ არა ეს ეკონომიკის შენელებას.

მიმდინარე ფასების პარალელურად, შემცირებულია ფიუჩერსული ანუ სამომავლო კონტრაქტების ღირებულებაც - ოქტომბერი-ნოემბრის ფიუჩერსები ამჟამად 97-99 დოლარად ივაჭრება; დეკემბერი-იანვრის კონტრაქტების ღირებულება 94-96 დოლარის ფარგლებში მერყეობს, ხოლო 2023 წლის აპრილის ფიუჩერსების შეძენა ამჟამად 91 დოლარადაა შესაძლებელი

спорт
კახა კალაძე: ეს არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში ოქროს ასოებით იწერება

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების გამარჯვების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე და ნაკრების წევრები პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ გულშემატკივრებს შეუერთდნენ და გამარჯვება მათთან ერთად აღნიშნეს.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ეროვნულ ნაკრებს და და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა პლეიოფის ფინალში გამარჯვების განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

„გილოცავთ! რთულია, ვისაუბრო იმაზე, თუ რამხელა გამარჯვება მოიპოვა ჩვენმა ქვეყანამ. ეს არის ის, რასაც ათეულობით წელი ველოდებოდით. ეს არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს არის ისტორიის დაწერა. საქართველოს უახლეს ისტორიაში 2024 წლის 26 მარტი ოქროს ასოებით იწერება, იმიტომ, რომ ჩვენი ეროვნული ნაკრები ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა ეროვნული ნაკრების გულშემატკივარსაც.

„მადლობა ყველას, ვინც მოედანზე იმყოფებოდა, ვინც სახლიდან უყურებდა ამ თამაშს. ყოველთვის, როცა ჭირდებოდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, იდექით მის გვერდში. იყო უამრავი წაგება, იყო რთული პერიოდი, მაგრამ ყოველთვის იდექით იქ, სადაც ჭირდებოდა ქართულ ფეხბურთს, ქართულ სპორტს და ამისთვის მინდა მადლობა გითხრათ თითოეულ თქვენგანს“, - მიმართა გულშემატკივრებს კახა კალაძემ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати