USD 2.6922
EUR 3.1606
RUB 3.4826
თბილისი
საერთაშორის მედიაში გაჩნდა ცნობები კიმ ჩენ ინის შესაძლო გარდაცვალების შესახებ
თარიღი:  950

საერთაშორისო მედიაში განსხვავებული ცნობები ვრცელდება ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

ჰონგ-კონგის სამაუწყებლო ქსელი ავრცელებს ცნობებს რომ დიქტატორი ლიდერი გარდაიცვალა; ხოლო იაპონური ჟურნალი იუწყება, რომ აპრილის დასაწყისში გულზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ კიმ ჩენ ინი რჩება რეანიმაციაში.

ერთ-ერთი ჩინური სამაუწყებლო არხის ვიცე-პრეზიდენტმა "ძალიან სანდო წყაროზე" დაყრდნობით ჩინურ სოციალურ ქსელში ასევე გაავრცელა ინფორმაცია ჩრდილოეთ კორეის ლიდერის გარდაცვალების შესახებ.

სხვა დაუდასტურებელი ჩინური წყაროები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ კინ ჩენ ინის ოპერაციამ გულზე, რა დროსაც მისთვის სტენტი უნდა ჩაედგათ, წარუმატებლად ჩაიარა, რადგან ქირურგს ხელები ზედმეტად უკანკალებდა. 

 

წყარო: nypost.com

თბილისი
ვაკის გამგეობა - უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს
უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. გამგეობის წარმომადგენლები, საქალაქო სამსახურებთან და კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად, მონიტორინგსა და ადგილზე შესაბამის სამუშაოებს ახორციელებენ.
 
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს შიდა ქუჩების თოვლისგან დასუფთავება, საერთო ჯამში, რეაგირება განხორციელდა რამდენიმე ათეულ ქუჩაზე, სადაც მოსახლეობის გადაადგილება განსაკუთრებით პრობლემური იყო.
 
ამ დროისთვის, 50-მდე ქუჩაზე გზა გასუფთავებულია, ხოლო 20-ზე მეტ მისამართზე სამუშაოები დაგეგმილია
.
ასევე, აქტიურად მიმდინარეობს დაზიანებული, საფრთხის შემცველი ხეების სხვლა, დამუშავება და გატანა. მერიის ცხელი ხაზის და საგანგებო სამსახურის, 112-ის საშულებით, დაახლოებით, 200-ზე მეტი შეტყობინება შემოვიდა.
 
მოსახლეობას შევახსენებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე, ნომერზე 032 2 72 22 22.
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის