USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Tbilisi
საძიებო სამუშაოები სტიქიის ზონაში ტრაგედიიდან მე-10 დღეს. ფოტოგალერეა
Date:  449

რაჭაში, სტიქიის ზონაში საძიებო სამუშაოები გრძელდება.

რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო სამუშაოების შესახებ ფოტომასალას ავრცელებს. სამუშაოებში ჩართულია მძიმე ტექნიკა. საძიებო სამუშაოები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლების მეთვალყურეობით მიმდინარეობს.

საძიებო ღონისძიებებში მონაწილეობენ პოლიციის დანაყოფები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, თავდაცვის სამინისტროსა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები.

რაჭაში, შოვში მჟავე წყლებთან მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროის მონაცემებით სტიქიას 24 ადამიანი ემსხვერპლა, 9-ის მოსაძიებლად კი 24-საათიან რეჟიმში მაშველები მუშაობენ.

 

tbilisi
ვაზისუბნის III მ/რ-ის I კვარტალში 3700 კვ.მ. ფართობზე სკვერი მოაწყო.
ისნის რაიონის გამგეობამ ვაზისუბნის III მ/რ-ის I კვარტალში, კორპ. N1-ის მიმდებარედ, 3700 კვ.მ. ფართობზე სკვერი მოაწყო.
სამუშაოების შედეგად, მოეწყო:
ბავშვთა გასართობი და დასასვენებელი სივრცეები 
ტერიტორიაზე განთავსდა საბაღე სკამები და ურნები
დამონტაჟდა ახალი განათების ქსელი და ლედ განათება
სკვერი გამწვანდა, დაირგო ხე-მცენარეები
 
პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან 577 350 ლარით დაფინანსდა.
 
დასრულებული სამუშაოები ისნის რაიონის გამგებელმა დავით ხაბეიშვილმა პარლამენტის დელეგატ ნიკა ელისაშვილსა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კახა ლაბუჩიძესთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way