USD 2.7189
EUR 3.1376
RUB 3.2755
Тбилиси
სადგურის მოედანთან შენობის ჩამონგრევის შემდეგ სამძებრო-სამუშაოები დასრულდა
дата:  568

სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამონგრეულ შენობაში სამზებრო-სამუშაოები ამ დროისთვის დასრულდა. 

უცნობია გაგრძელდება თუ არა ხვალ. 

ცნობისთვის, დღეს სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. შედეგად, ოფიციალური ინფორმაციით, დაიღუპა 2 და დაშავდა 1 ადამიანი. 

თბილისის მერის, კახი კალაძის თქმით, "სადგურის მოედანზე" დღეს ჩამონგრეული კორპუსი ავარიული იყო და "ეს ადგილობრივმა მოსახლეობამ იცოდა".

мир
რუბიომ ამერიკელ დიპლომატებს დაავალა, მოუწოდონ იმ ქვეყნებს სადაც იმყოფებიან, ოფიციალურად გამოაცხადონ „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ (IRGC) და „ჰეზბოლა“ ტერორისტულ ორგანიზაციებად
ABC NEWS-ის ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, ამერიკელ დიპლომატებს მთელ მსოფლიოში დაავალა, მოუწოდონ უცხოეთის მთავრობებს, სწრაფად იმოქმედონ ირანისა და მისი „პროქსი“ დაჯგუფებების წინააღმდეგ „თავდასხმის მომატებული რისკის“ გამო.
 კონფიდენციალური დიპლომატიური დეპეშით, აშშ-ის საელჩოებსა და საკონსულოებს დაევალათ, ეს გზავნილი სხვა ქვეყნების მთავრობების უმაღლეს დონეზე 20 მარტამდე გადასცენ.
 
დირექტივაში აღნიშნულია, რომ ირანმა და ირანთან დაკავშირებულმა დაჯგუფებებმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნან სხვა ქვეყნებსა და მშვიდობიან მოსახლეობას, ამიტომ საჭიროა კოორდინირებული საერთაშორისო მოქმედება.
 
რუბიო ამერიკელ დიპლომატებს ასევე სთხოვს, მოუწოდონ იმ ქვეყნებს სადაც იმყოფებიან, ოფიციალურად გამოაცხადონ „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ (IRGC) და „ჰეზბოლა“ ტერორისტულ ორგანიზაციებად, თუ მათ ეს ჯერ არ გაუკეთებიათ.
 
განცხადებაში ნათქვამია, რომ კოლექტიური გლობალური ზეწოლა უფრო ეფექტიანია, ვიდრე ცალმხრივი ქმედება ირანის ქცევის შესაცვლელად.
ეს ნაბიჯი გადაიდგა იმ ფონზე, როდესაც აშშ ცდილობს შექმნას კოალიცია ირანის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიისა და რეგიონული უსაფრთხოების ფართო ძალისხმევის მხარდასაჭერად.
 
ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებები, მათ შორის „ჰეზბოლა“ და სხვა გასამხედროებული ფორმირებები ახდენენ მთავრობების დესტაბილიზაციას და საფრთხეს უქმნიან მშვიდობას ახლო აღმოსავლეთში.
 
აშშ-ს სჯერა, რომ კოორდინირებულ საერთაშორისო მოქმედებებსა და სანქციებს შეუძლია შეზღუდოს ირანის შესაძლებლობა, მხარი დაუჭიროს მებრძოლ დაჯგუფებებს და განახორციელოს თავდასხმები გლობალურად.“
более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати