დაავადებათა კონტროლის ცენტრი აქვეყნებს იმ კლინიკების ჩამონათვალს, სადაც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უფასოდაა შესაძლებელი ახალ კორონავირუსზე ანტისხეულებზე დაფუძნებული სწრაფი ტესტის ჩატარება.
როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, სწრაფი ტესტის გასაკეთებლად პაციენტებს შეუძლიათ ამბულატორიებისთვის მიმართვა როგორც ოჯახის ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, ასევე, თვითდინებითაც:
“ვისაც აქვს დამახასიათებელი სიმპტომები- ტემპერატურის მატება, ხველა, სუნთქვის გაძნელება, სურდო, ყელის ტკივილი ან სხვა იშვიათი სიმპტომები, როგორიცაა ყნოსვის და გემოს დაკარგვა, დაუყოვნებლივ მიმართონ თავიანთ პოლიკნილიკებს ან სხვა სტაციონარებს, სადაც მათ ჩაუტარდებათ ტესტირება.
ტესტირების ჩატარებისას ბარიერები მსუბუქდება მაქსიმალურად. აუცილებელი აღარ იქნება ოჯახის ექიმის მიერ გადამისამართება. შეიძლება ოჯახის ექიმმა გადაამისამართოს ისინი, ან თვითდინებით მიბრძანდნენ ამბულატორიულ დაწესებულებებში და ჩაიტარონ მკურნალობა. თუ დადებითია, სასურველია ჩატარდეს კონსულტაცია ოჯახის ექიმთან ან იმოქმედონ სამახსოვროს მიხედვით, რომელიც ადგილზე გადაეცემათ”, – ამბობდა გამყრელიძე.
კლინიკების ჩამონათვალი, სადაც პაციენტებს აღნიშნული გამოკვლვა ჩაუტარდებათ ასე გამოიყურება:











18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.