USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
თბილისი
"სად ჯანდაბაშია საბრძოლო მასალა?!" - ევგენი პრიგოჟინი მოკლული მებრძოლების გვერდით გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს და სერგეი შოიგუსა და ვალერი გერასიმოვს გინებით მიმართავს
თარიღი:  526

კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი ომში მოკლული დაქირავებული მებრძოლების გვერდით გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს და რუსეთის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუსა და გენშტაბის უფროსს, ვალერი გერასიმოვს მოუწოდებს, საბრძოლო მასალები მიაწოდონ.

„ესენი ვიღაცის მამები და შვილები არიან. თქვენ იქ ზიხართ თქვენს მდიდრულ კლუბებში, თქვენი შვილები დამოკიდებულები არიან YouTube-ისთვის კლიპების გადაღებაზე. ფიქრობთ, რომ თქვენ ხართ ამ ცხოვრების მეპატრონეები? როგორ ფიქრობთ, შეგიძლიათ მათი სიცოცხლის განკარგვა?“- აცხადებს პრიგოჟინი და რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელებს უწმაწური სიტყვებით მიმართავს.

პრიგოჟინი, რომელიც თვეზე მეტი ხნის განმავლობაში აცხადებს, რომ ბახმუტისთვის ბრძოლაში კრემლისგან არასაკმარისი მხარდაჭერა აქვს ვიდეოში აღნიშნავს, რომ საბრძოლო მასალების სათანადოდ მიწოდების შემთხვევაში მსხვერპლი ხუთჯერ ნაკლები იქნებოდა.

”მარტივი მათემატიკაა. თქვენ რომ ნორმალური რაოდენობის საბრძოლო მასალა მოგეწოდებინათ, ხუთჯერ ნაკლები იქნებოდა დაღუპული. ისინი აქ მოხალისეებად მოვიდნენ და კვდებიან, რათა თქვენ მსუქანი კატებივით ისხდეთ თქვენს მდიდრულ კაბინეტებში. "სად ჯანდაბაშია საბრძოლო მასალა?!"“, - აცხადებს პრიგოჟინი.

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის