USD 2.6732
EUR 3.1124
RUB 3.7466
თბილისი
სად განთავსდება და როგორი იქნება Eagle Hills-ის მრავალმილიარდიანი პროექტი თბილისთან
თარიღი:  617

Eagle Hills-მა მილიარდიანი ინვესტიცია უნდა განახორციელოს რუსთავი-თბილისის მაგისტრალის მიმდებარედ, სოფელ აღთაკლიასა და ფონიჭალაში მდებარე 590 ჰექტარის მიწის ნაკვეთზე - ამის შესახებ ირკვევა იმ რენდერიდან, რომელიც Eagle Hills-მა გამოაქვეყნა. კომპანიის რენდერის თანახმად, ტერიტორია მოიცავს იმ მიწასაც, რომელსაც ამჟამად კრწანისის ტყე-პარკი ეწოდება. ტერიტორია სახელმწიფო საკუთრებაშია და მის განმკარგავად სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტო არის მითითებული, თუმცა მას დაცული ტერიტორიის სტატუსი არ აქვს. მიწის ინვესტორისთვის გადაცემა ჯერ არ მომხდარა. ისევე როგორც კვლავ სახელმწიფო საკუთრებაშია 260 ჰექტარის მიწის ნაკვეთი გონიოს ჩრდილოეთით, შავ ზღვასთან მდინარე ჭოროხის შესართავთან. თუმცა, სავარაუდოდ კომპანიას ორივე მიწის ნაკვეთი დეველოპერული მიზნებით საკუთრებაში უახლოეს მომავალში გადაეცემა. ამასთან, ჯერჯერობით პროექტთან დაკავშირებით არც სამშენებლო ნებართვა, არც გარემოზე ზემოქმედების შეფასება არაა დამტკიცებული.

როგორც გონიოში, ასევე თბილისში დაგეგმილი პროექტების ჯამური ინვესტიცია 6.6 მილიარდი დოლარია, თუმცა უშუალოდ თბილისის ან გონიოს პროექტები რა დაჯდება ცნობილი არაა და კომპანია Eagle Hills-ს პრესრელიზებში საუბარია მხოლოდ ჯამურ საინვესტიციო მოცულობაზე დეტალიზაციის გარეშე.

თბილისის პროექტის სახელწოდება იქნება Tbilisi Waterfront-ი, გონიოს პროექტის სახელწოდება კი Gonio Yachts and Marina იქნება.

დღესვე კომპანია Eagle Hills-მა ყოფილ კინო რუსთაველის შენობაში გაყიდვების ოფისი გახსნა.

Eagle Hills-ის თბილისის პროექტის ლოკაცია და რენდერები:

საზოგადოება
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის