USD 2.7356
EUR 3.2376
RUB 3.2938
Тбилиси
სად არიან ქალები, ქალები სად არიან?
дата:  2075

saba.com.ge

ქართული ლიტერატურა ბევრ საინტერესო და მნიშვნელოვან ქალ ავტორს იცნობს, ზოგიც მიივიწყა, ზოგიც დამალა, ზოგიც უბრალოდ არც არასდროს გახსენებია.მიზეზებზე სხვა დროს ვისაუბროთ, დღეს რვა მარტია, ქალთა საერთაშორისო დღე, ამ წერილში ვეცდებით რამდენიმე ცნობილი ან ნაკლებადცნობილი ქალი ავტორი გავიხსენოთ და გავცეთ პასუხი კითხვას, რომელიც ხშირად ისმის ხოლმე:„აბა, სად არიან ქალები ქართულ ლიტერატურაში?“

 1. ბორენა დედოფალი

რომელმან ეგე ევას მიუზღე ვალი,ჰრქუი რაჲ გაბრიელს: „ვარ უფლისა მჴევალი“,მაშინ ისტუმრე ქუეყნად მოუვალი, –დაემჴო ძალი, პირველვე სისხლდამთრვალი;ქალწულო, მიჴსენ ბორენა ჭირმრავალი!..ეს იამბიკო მეთერთმეტე საუკუნის ავტორს – ბაგრატ მეოთხის მეუღლეს, ოვსთა მეფის ასულს, ბორენას ეკუთვნის. ეს პოეტური ტექსტი რითმიანი პოეზიის ერთ-ერთი პირველი ჩამოყალიბებული ნიმუშია, კორნელი კეკელიძის მტკიცებით, ლექსში რითმა ხალხური პოეზიის გავლენის შედეგია. ლექსის დახვეწილი მხატვრული ფორმა გვავარაუდებინებს, რომ საქმე გვაქვს გამოცდილ პოეტთან, რომლის სხვა პოეტურმა ტექსტებმა ჩვენამდე ვერ მოაღწია.

 2. მანანა

მანანა ზედგინიძე მეთვრამეტე საუკუნის პოეტი და კალიგრაფია, რომლის ცნობილი ლექსი – „მანანასა და ციების გაბაასება“ ხალხურმა პოეზიამ შემოგვინახა. პოეტის გარდა, მანანა კალიგრაფიც იყო, მან ორჯერ გადაწერა „ვეფხისტყაოსანი“, ერთხელ საერო ცხოვრებაში, მეორედ კი მონაზვნად აღკვეცის შემდეგ. მისი პირველი ხელნაწერი მრავალი თვალსაზრისით არის საინტერესო, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მინაწერები, სადაც მანანა თავის მოსაზრებებს აყალიბებს რუსთველის პოემასთან დაკავშირებით, საკუთარ ცხოვრებისეულ დეტალებს ააშკარავებს საინტერესო პოეტური ფორმით. 

3. ბარბარე ჯორჯაძე

ბარბარე ჯორჯაძე მეცხრამეტე საუკუნის ქართული კულტურის უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელია. გარდა მრავალმხრივი ლიტერატურული და საზოგადოებრივი მოღვაწეობისა, საინტერესოა მისი დამოკიდებულება ქართულ ენასთან, როგორც კულტურულ მოვლენასთან, მისი მნიშვნელობის გააზრება და საკამათო, თუმცა უაღრესად საინტერესო მოსაზრებები ენასა და მეტყველებასთან დაკავშირებით.იგი პუბლიცისტურ წერილებს წერდა ქვეყნისათვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებზე, ქალთა განათლებასა და ქალთა უფლებებზე, აქტუალურ ლიტერატურულ თემებზე, საკუთარი პოზიციის დასაცავად ყოველთვის ერთვებოდა პოლემიკაში, რაც მთავარია, ყოველთვის ჰქონდა საკუთარი პოზიცია – 13 წლის ასაკში გათხოვილი ქალისათვის ეს ყველაფერი ცოტა რთული უნდა იყოს.

 4. ელენე დარიანი

  

დისკუსია ელენე დარიანის ციკლის ლექსების შესახებ დიდი ხანია არ წყდება, ვინ იყო ამ ლექსების ავტორი, პაოლო იაშვილი თუ სხვა, მის ჩრდილს მიღმა დამალული პოეტი – ელენე ბაქრაძე, რომელიც თავის მოგონებაში წერს:„ლექსები ელენე დარიანის ფსევდონიმით ყველა ჩემია. როდესაც შალვა დემეტრაძე პაოლოს კრებულს ადგენდა, ამის შესახებ მოვახსენე. მან მიპასუხა, რადგან ერთობლივი ლიტერატურული მოღვაწეობაა, შესაძლებელია, მის კრებულში შევიდესო”.ელენე ბაქრაძე ცისფერყანწელების ორდენის წევრი, მათი მესაიდუმლე და მეგობარი, მეტიც – ნათლია იყო. როგორც მისი მონათხრობიდან ვიგებთ, სწორედ მას ეკუთვნოდა იდეა ჟურნალის სახელწოდებისა – „ცისფერი ყანწები”:დარიანული ციკლის ლექსები პირველად 1915 წელს პაოლო იაშვილის ლექსების კრებულში გამოქვეყნდა. ლიტერატურულმა საზოგადოებამ ის უარყოფითად მიიღო სითამამისა და ეროტიკულობის გამო. არ ვიცი, თქვენ რომელი მოსაზრებისა გჯერათ - პაოლოს ავტორობის თუ მის ჩრდილქვეშ, სხვა, ქალი ავტორის არსებობის, მაგრამ ეს ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და იდუმალი ამბავია.

 5. ნინო თარიშვილი

 ეს ლექსი გახსოვთ?ჩემს ტოლებსვიცი, რომ მზითვადარ მომცემენ ვეფხისტყაოსანს,არც წასაღებადდაჰკეცავენ ქიშმანის შალებს,არც ქართულ კაბასჩამაცმევენ ჯვარის საწერად,არც ვერცხლის ქამარსმომავლებენ დარდიან წელზე.ცაში ოთახი განათდება იაპონურად…ქართული პოეზიის მრავალ ანთოლოგიაში შეგხვედრიათ ალბათ, სოციალურ ქსელში კი მრავალ ლიტერატურულ გვერდზე ნახავთ - ძირითადად, უავტოროდ. ამ ლექსის ავტორი ნინო თარიშვილია,სამწუხაროა, რომ დრომ, საბჭოთა კულტურის თავი¬სებურებამ თუ ზოგადად, გაბედული და ცოტა ეპატაჟური ქალებისადმი საზოგადოების დამოკიდებულებამ, -მკითხველისათვის თითქმის უცნობად დატოვა ეს შესა¬ნიშნავი პოეტი, ძალიან განათლებული და კულტურული პიროვ¬ნება, ვინც დასავლეთ ევროპისა თუ ძველ¬ბერძნული ¬ლიტერატურის გარდა, პედაგოგიურ და ბავშვთა ¬ფსიქოლოგიაზეც კითხულობდა ლექციებს და ნარკვევებს წერდა, მისი პოეტური ენა და მხატვრული ოსტატობა ნამდ¬ვილად არ ჩამოუვარდებოდა (თუ არ აღმატებოდა) მისი მრავალი თანამედროვე პოეტის პოეტურ ხმას.

 6. ქეთი ნიჟარაძე

1987 წელს მწერლისა და მთარგმნელის, ქეთი ნიჟარაძის „ავტოპორტრეტი“ გამოქვეყნდა, პროტესტით, გულწრფელობით, ტრაგიზმით აღსავსე წიგნი. ქალის პოზიციით, ქალის თვალით აღქმული სიმართლე, პროტესტი, ქალის პერსპექტივა, რომელიც ასე აკლია ქართულ ლიტერატურას. 2000 წელს მწერალმა ქალმა თავი მოიკლა, თვითმკვლელობის წინ კი ყველა ხელნაწერი დაწვა..მისი ნაწარმოებები უკვე ახალ, ოცდამეერთე საუკუნის მკითხველს ელიან.

 ავტორი: saba

Тбилиси
გლდანის რაიონში სანდრო ახმეტელის (ყოფილი აკაკი ვასაძის) რეაბილიტირებული ქუჩა გაიხსნა
გლდანის რაიონში სანდრო ახმეტელის (ყოფილი აკაკი ვასაძის) რეაბილიტირებული ქუჩა გაიხსნა. პროექტზე ადგილობრივმა გამგეობამ მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად იმუშავა.
რეაბილიტირებული ქუჩა თბილისის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილეებთან, ანდრია ბასილაიასთან და ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა.
„გლდანის რაიონში კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდა. სანდრო ახმეტელის ქუჩაზე, საკმაოდ მძიმე მდგომარეობა იყო. პირველ რიგში, განახლდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომელიც ამორტიზებული იყო და სერიოზულ პრობლემას უქმნიდა ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ კორპუსებს. მოეწყო სადრენაჟე სისტემა, სანიაღვრე ქსელი, შეიცვალა წყლის, წყალარინებისა და გაზმომარაგების ქსელები. ყველაფერი, რაც კი აუცილებელი იყო, გამოცვლილია. გარდა ამისა, ელექტროგადამცემი ხაზები მიწისქვეშა კაბელარხებში განთავსდა. პარალელურად, მიმდინარეობს სამი სკვერის სარეაბილიტიაციო სამუშაოები. აქაც ყველაფერი სრულად მოწესრიგდება. ძალიან მიხარია, რომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სამუშაოების ფარგლებში, სრულად შეიცვალა სანიაღვრე ქსელი და 15 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო. გზის საფარის მოწესრიგებამდე, ტერიტორიაზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მიწისქვეშა კომუნიკაციები შეცვალა, შესაბამისმა კომპანიებმა კი არსებული ქსელები რეაბილიტაციის შემდეგ, მიწისქვეშა კაბელარხებში განათავსეს.
გარდა ამისა, ახმეტელის ქუჩაზე შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ მოაწყო გარე განათების ქსელი და დამონტაჟდა ენერგოეფექტური LED სანათები. განთავსდა 30 ერთეული დიდი ზომის ნაგავშემკრები კონტეინერი.
ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ გზის სავალი ნაწილიდან გამოყო საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ზოლი, დაიხაზა საგზაო მონიშვნები და ზებრა გადასასვლელები, დამონტაჟდა შუქნიშნები და მოეწყო საპარკინგე ადგილები. მოეწყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელები.
ახმეტელის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში, გამწვანების მასშტაბურ სამუშაოებს გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ახორციელებს. კერძოდ, გზის მიმდებარედ არსებულ თარგებში, რომელთა საერთო ფართობი 3 700 კვადრატული მეტრია, მოეწყო სარწყავი სისტემები, შეტანილია ნოყიერი მიწის ნაზავი და მიმდინარეობს სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეების დარგვა. ამ ეტაპზე, დარგულია 419 ძირი მწვანე ნერგი. გარდა ამისა, ტერიტორიაზე დაიგება ბალახის საფარი.
პარალელურად, ხორციელდება გზის მიმდებარედ არსებული სამი სკვერის რეაბილიტაცია. ჯამში, 5 404 კვადრატულ მეტრ ფართობზე უკვე მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და ჩატარდება გამწვანების სამუშაოები.
რეაბილიტაციის პროექტის საერთო ღირებულებამ 5 327 846 ლარი შეადგინა.
დედაქალაქის მერთან ერთად სანდრო ახმეტელის ქუჩაზე გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე, მერიის შესაბამისი სამსახურების უფროსები და საკრებულოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати