USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
თბილისი
საბურთალოზე ზონალურ-საათობრივი პარკირება დღეიდან ამოქმედდა
თარიღი:  1796

თბილისში პეკინის, ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირებზე ზონალურ-საათობრივი პარკირება დღეს, 10 სექტემბერს ამოქმედდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის მერიამ 2020 წლის 17 ივლისს დააანონსა. გუშინ, 9 სექტემბერს კი თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ საბურთალოს რაიონის ზემოთ აღნიშნულ ქუჩებზე პარკირების წესები დღეიდან იცვლება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, პარკირებიდან 15 წუთის გასვლის შემდეგ ყოველი მომდევნო საათი ერთი ლარი ღირს. გამონაკლის შემთხვევებად კი საცხოვრებელი ადგილის მიმდებარედ გაჩერებულ სატრანსპორტო საშუალებების და ელექტრომობილების მფლობელები, ასევე შშმ პირები ითვლებიან.

მერიის ცნობით, ფიზიკურ პირს, რომელიც ზონალური პარკირების არეალში უძრავ ქონებას ფლობს, შეუძლია, მის მიერ წინასწარ მითითებული სატრანსპორტო საშუალება საცხოვრებელი სახლიდან 100 მეტრის რადიუსში უფასოდ დააპარკინგოს.

უძრავი ქონების მესაკუთრეს ინტერნეტის მეშვეობით, ID ბარათით, ან მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ მუნიციპალურ პავილიონებში, საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მისამართის გათვალისწინებით, ორი სატრანსპორტო საშუალების დარეგისტრირება შეუძლია.

უწყების ინფორმაციით, პარკირების ახალი სისტემა დაინერგა ჟვანიას მოედნიდან პეკინის გამზირზე სრულად, მიცკევიჩის, ცინცაძისა და ბახტრიონის ქუჩებზე (გამრეკელის ქუჩის კვეთამდე), ასევე, ყაზბეგის გამზირზე – კარტოზიას ქუჩიდან პეკინის გამზირამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში.

გარდა ამისა, ზონალურ-საათობრივი პარკირება იმოქმედებს ვაჟა-ფშაველას გამზირზე (პეკინის გამზირიდან ასათიანის ქუჩის კვეთამდე).

საბურთალოს რაიონში ზონალურ-საათობრივი პარკირების 1 039 ადგილია განსაზღვრული: ყაზბეგის გამზირი – 371 ადგილი; პეკინის გამზირი – 209 ადგილი; ვაჟა-ფშაველას გამზირი – 305 ადგილი; ბახტრიონის ქუჩიდან გამრეკელის ქუჩამდე – 52 ადგილი; სულხან ცინცაძის ქუჩიდან გამრეკელის ქუჩამდე – 31 ადგილი; ადამ მიცკევიჩის ქუჩიდან გამრეკელის ქუჩამდე – 71 ადგილი.

ზონალურ-საათობრივი პარკირების საფასურის გადახდა სხვადასხვა საშუალების გამოყენებით არის შესაძლებელი: ვებგვერდი – www.tp.ge, მობილური აპლიკაცია – TBILISI PARKING და სწრაფი გადახდის აპარატები (Pay Box).

ზონალურ-საათობრივი პარკირება ბარათაშვილის, კოტე აფხაზისა და აბანოს ქუჩების ნაწილზე, ასევე, ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე მოქმედებს.

საზოგადოება
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის