USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Тбилиси
საბურთალოს რაიონში წყლისა და წყალარინების ქსელი კიდევ 3 მისამართზე იცვლება
дата:  387
საბურთალოს რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პროცესი აქტიურად გრძელდება. ამჯერად, წყლისა და წყალარინების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები 3 მისამართზე
მიმდინარეობს:
  • ჩიქოვანის ქ. N22;
  • პეკინის გამზ. N23;
  • გამრეკელის ქ. N6.
პროექტის ფარგლებში, დაზიანებული მილები სრულად იცვლება, აგრეთვე, განახლდება მიწისქვეშა კომუნიკაციები და ჭები.
სამუშაოები „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 154 642 ლარი გამოიყო.
 
აღნიშნულ მისამართებზე წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგეობის კონტრაქტორი კომპანია„ოკრიბა“ ასრულებს.
общество
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати