USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Tbilisi
საბურთალოს რაიონში, ნასიძის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები ხორცილედება
Date:  603
ნასიძის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები ხორცილედება
 
საბურთალოს რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურ რეჟიმში ხორციელდება. ამჯერად, საგზაო სამუშაოები ნასიძის ქუჩაზე არსებულ შიდა ეზოში მიმდინარეობს.
 
 სამუშაოების ფარგლებში, 700 კვ. მ. ფართობზე იგება ასფალტის საფარი, რის შემდეგაც მოსახლეობისათვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
 პროექტისთვის საბურთალოს რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 63 000 ლარია გამოყოფილი. სამუშაოებს შპს "ელ ენდ ელი" აწარმოებს.
 
 მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
society
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way