USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Тбилиси
საბურთალოს რაიონში მიმდინარე წელს სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაცია 13 მისამართზე განხორციელდა
дата:  702
მიმდინარე წელს სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაცია 13 მისამართზე განხორციელდა
მიმდინარე წელს სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაცია 13 მისამართზე განხორციელდა
 ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობისა და პოპულარიზაციის მიზნით, საბურთალოს რაიონში სპორტული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია აქტიურ რეჟიმში გრძელდება. მიმდინარე წელს სპორტული მოედნები მოეწყო და რეაბილიტირდა 13 მისამართზე:
  • თოფურიძის II გას. N2ა;
  • პეკინის გამზ. N13;
  • ბალანჩივაძეების ქ. N1;
  • იოსელიანის ქ. N25;
  • ტუსკიას ქ. N15-N17;
  • დიდი დიღომი მე-3 მიკრორაიონი კორპ. N5;
  • შარტავას ქ. N45ა-N45ბ;
  • ანტონოვსკაიას ქ. N9;
  • ტაშკენტის ქ. N10;
  • არჩილ მეფის ქ. N7ა;
  • კოსტავას ქ. N74;
  • სოფ. დიღომი, ათონელის ქ. N23.
განხორციელებული სამუშაოებისთვის საბურთალოს რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 1 307 027 ლარი დაიხარჯა.

 

мир
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати