USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Тбилиси
საბურთალოს რაიონში კიდევ 7 კორპუსის სახურავი რეაბილიტირდა
дата:  453

საბურთალოს რაიონში, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობის განაცხადების საფუძველზე, კორპუსების გადახურვის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. ამჯერად, სამუშაოები განხორციელდა შემდეგ მისამართებზე:

  • ვაშლიჯვარის დასახლება, კორპ. N13ა;
  • დიდი დიღომი, მე-3 მიკრორაიონი კორპ. N7;
  • დიდი დიღომი, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩა N15;
  • დიდი დიღომი, დემეტრე თავდადებულის ქუჩა N14;
  • დიდი დიღომი, იოანე პეტრიწის ქუჩა N12;
  • დიდი დიღომი, მე-3 მიკრორაიონი კორპ. N15;
  • ბუდაპეშტის ქუჩა N10.

აღნიშნულ სამუშაოებთან ერთად, დამონტაჟდა ახალი წყალსაწრეტი მილებიც ალ. ყაზბეგის გამზ. N1-ში.

სამუშაოები „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში შესრულდა, რისთვისაც საბურთალოს რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 123 494 ლარი გამოიყო.

მიმდინარე წელს სულ 19 მისამართზე განხორციელდა სახურავის რეაბილიტაცია, ხოლო 5 მისამართზე განახლდა წყალსაწრეტი მილები.

общество
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати