USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Tbilisi
საბურთალოს რაიონში კიდევ 14 ლიფტი რეაბილიტირდა
Date:  754
საბურთალოს რაიონში ლიფტების განახლების სამუშაოები აქტიურად გრძელდება. ამჯერად, კიდევ 14 ლიფტი რეაბილიტირდა შემდეგ მისამართებზე:
  • კოსტავას ქ. N67;
  • მიცკევიჩის ქ. N21;
  • გამრეკელის ქ. N10;
  • საირმის ქ. N12;
  •  არჩილ სულაკაურის ქ. N3;
  • პეკინის გამზ. I, N4.
ასევე, განახლდა ე.წ. „კარაჩაროვის“ 2 ლიფტი თამარაშვილის ქ. N19ა-ში.
 
აღსანიშნავია, რომ ლიფტების სარეაბილიტაციო პროექტების დაფინანსება ეტაპობრივად ხორციელდება განსაზღვრული პრიორიტეტების მიხედვით, წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად და საბიუჯეტო რესურსების გათვალისწინებით.
 
 სამუშაოები „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 610 000 ლარი გამოიყო.
 
დასრულებულ სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე მოსახლეობასთან ერთად გაეცნო.
World
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way