საბურთალოს რაიონში, სოფელ დიღომში, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, აღნიშნულ ქუჩაზე მოსახლეობას აქამდე გრუნტიან გზაზე გადაადგილება უწევდა. სამუშაოების ფარგლებში კი, 2 626 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება.
მიმდინარე პროცესს საბურთალოს გამგებელი, გაიოზ ვასაძე და მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ და მოსახლეობას შეხვდნენ.
„სოფელ დიღმის ქუჩების მოწესრიგება გრძელდება. ამჯერად, ჯავახიშვილის ქუჩაზე დავიწყეთ სამუშაოები, სადაც რთული მდგომარეობა იყო. ამ დრომდე ასფალტის საფარი არ არსებობდა. პროექტის დასრულების შემდეგ კი, ადგილობრივი მცხოვრებლები კომფორტულად გადაადგილებას შეძლებენ“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.
მერიის ცნობით, სამუშაოებს კომპანია „L&L ასრულებს, რისთვისაც საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 250 000 ლარი გამოიყო.

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.