USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Тбилиси
საბურთალოს რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, პ. იოსელიანის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები სრულდება
дата:  417
საბურთალოს რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, პ. იოსელიანის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები სრულდება.
 
2 900 კვადრატულ მეტრზე ასფალტის მეორე ფენა იგება, უკვე მოეწყო ტროტუარები და პანდუსები.
 
სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე და მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე ადგილზე გაეცნენ.
 
იოსელიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა 15 აგვისტოდან სრულად აღდგება.
 
აღნიშნული ქუჩის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 400 000 ლარი გამოიყო.
 
ინფრასტრუქტურული პროექტი კომპანიამ "ლ ენდ ლ" განახორციელა.
общество
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати