USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Тбилиси
საბურთალოს რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება
дата:  305
საბურთალოს რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამჯერად, საგზაო სამუშაოები ალექსანდრე ყაზბეგის N31-33-ის მიმდებარედ, შიდა ეზოში განხორციელდა.
სამუშაოების შედეგად, 4000 კვ. მ ფართობზე დაიგო ასფალტის ახალი საფარი და მოწესრიგდა სანიაღვრე ქსელი. შედეგად, მოსახლეობისათვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდა.
პროექტისთვის საბურთალოს რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 200 000 ლარი გამოიყო. სამუშაოები შპს "ტაუ ჯგუფმა" განახორციელა.
დასრულებულ პროექტს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე ადგილზე გაეცნო.
 
Тбилиси
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати