USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
თბილისი
საბურთალოს რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
თარიღი:  593
მირიან მეფის N11-ში საგზაო სამუშაოები განხორციელდა
 
საბურთალოს რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამჯერად, საგზაო სამუშაოები დიდ დიღომში, მირიან მეფის ქუჩის N11-ში არსებულ შიდა ეზოში განხორციელდა.
 
სამუშაოების ფარგლებში, 900 კვ. მ ფართობზე დაიგო ასფალტის საფარი. შედეგად მოსახლეობისათვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდა.
 
საგზაო სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგეობის კონტრაქტორი კომპანია "ელ ენდ ელი" აწარმოებდა.
მსოფლიო
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის