USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Tbilisi
საბურთალოს რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურ რეჟიმში ხორციელდება
Date:  424
მირიან მეფის N13ბ-ში საგზაო სამუშაოები ხორციელდება
საბურთალოს რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურ რეჟიმში ხორციელდება. ამჯერად, საგზაო სამუშაოები დიდ დიღომში, მირიან მეფის ქუჩის N13 ბ-ში არსებულ შიდა ეზოში მიმდინარეობს.
სამუშაოების ფარგლებში, 900 კვ. მ. ფართობზე იგება ასფალტის საფარი, რის შემდეგაც მოსახლეობისათვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
საგზაო სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგეობის კონტრაქტორი კომპანია "ელ ენდ ელი" აწარმოებს.
society
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way