USD 2.6229
EUR 3.0260
RUB 3.2340
Tbilisi
საბურთალოს რაიონში, გაზაფხულის ქუჩაზე ღონისძიება გაიმართა, სახელწოდებით „გაზაფხულის დღეები საბურთალოზე“
Date:  784
ადგილობრივი მოსახლეობის ორგანიზებით და საბურთალოს რაიონის გამგეობის ხელშეწყობით, გაზაფხულის ქუჩაზე ღონისძიება გაიმართა, სახელწოდებით „გაზაფხულის დღეები საბურთალოზე“.
 
ღონისძიების ფარგლებში, წარმოდგენილი იყო ადგილობრივი მოსახლეობის ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. ახალგაზრდებს გადაეცათ სიგელები მაღალი პასუხისმგებლობისა და გარემოს დაცვით ღონისძიებებში მონაწილეობისათვის. ასევე, ადგილობრივ, ახალშექმნილ ბავშვთა ფეხბურთის გუნდს საჩუქრად საფეხბურთო ფორმები გადაეცა.
 
საღამო მუსიკალური პროგრამით გაგრძელდა, რომლის ფარგლებშიც, მაყურებლის წინაშე წარდგნენ პოპულარული ქართველი მომღერლები და კამერული მუსიკის კვარტეტი.
 
ღონისძიებას საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ესწრებოდნენ.
World
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way