USD 2.6892
EUR 3.1431
RUB 3.5648
Тбилиси
საბურთალოს რაიონში, ფერდინანდ თავაძის ქუჩის N3-ში საგზაო სამუშაოები განხორციელდა
дата:  523
ფერდინანდ თავაძის ქუჩის N3-ში საგზაო სამუშაოები განხორციელდა
საბურთალოს რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამჯერად, საგზაო სამუშაოები ფერდინანდ თავაძის ქუჩაზე განხორციელდა.
პროექტის ფარგლებში, 2 800 კვ. მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო. შედეგად მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდა.
საგზაო სამუშაოები საბურთალოს რაიონის გამგეობის კონტრაქტორმა კომპანიამ „ელ ენდ ელ" განახორციელა.
დასრულებულ პროექტს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო,
общество
საპატრიარქომ აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მროველ-ურბნელი მიტროპოლიტ იობის განათლებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

საპატრიარქო განმარტავს, რომ 2026 წლის 23 აპრილს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) წერილობითი თხოვნით მიმართა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორს, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს, რათა მცხეთის სასულიერო სემინარიაში მიღებული განათლების შესაბამისად მისცემოდა დიპლომის ასლი.

საპატრიარქოს თანახმად, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში დაიწყო საქმის წარმოება, რაც ითვალისწინებდა, თავის მხრივ, მიტროპოლიტ იობის მიერ სწავლის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის მოძიებას.

„თბილისის სასულიერო აკადემიამ და სემინარიამ საქართველოს საპატრიარქოს არქივში დაიწყო მასალის მოძიება. მოძიებულ მასალაზე დაყრდნობით, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის 2017 წლის 20 ოქტომბრის N134 ბრძანების საფუძველზე, მიმართა სასწავლებლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელ კომისიას შესაბამისი მტკიცებულებებით. აღნიშნული კომისიის სხდომა გაიმართა ამა წლის 5 მაისს, 13:00 საათზე.

კომისიამ მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა მას თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати