USD 2.6998
EUR 3.1032
RUB 3.3315
Тбилиси
საბურთალოს რაიონში ადამ მიცკევიჩის ქუჩაზე ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდა
дата:  515

საბურთალოს რაიონის გამგეობის დაკვეთით, ადამ მიცკევიჩის ქუჩაზე ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდა.

19 800 კვადრატულ მეტრზე ასფალტის ახალი საფარი დაიგო, მოეწყო ტროტუარები, პანდუსები და სანიაღვრე ქსელი. მიწისქვეშა კაბელ-არხებში განთავსდა საჰაერო ელექტროსადენები და სრულად მოწესრიგდა ბუნებრივი აირის დაზიანებული მიწისქვეშა ქსელი. ასევე, დასრულდა გარე განათების ახალი ქსელის მოწყობა და ტერიტორიის მოწესრიგების სამუშაოები.
ამასთან, პროექტის ფარგლებში, დასრულდა დახაზვის სამუშაოებიც. რაც შეეხება საავტომობილო მოძრაობას, უკვე სრულად აღდგენილია.

ადამ მიცკევიჩის ქუჩის რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 000 000 ლარი გამოიყო.

мир
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати