USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
თბილისი
საბურთალოს რაიონში 7 თვეში ₾3.4 მლნ-ის საგზაო პროექტები განხორციელდა -გიზო ვასაძე
თარიღი:  471

საბურთალოს რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურ რეჟიმში გრძელდება. ამ ეტაპზე, საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს დიდ დიღომში, III მიკრორაიონში, N14 და N15 კორპუსების მიმდებარედ. ასფალტის საფარი უკვე დაიგო N1, N3, N5, N6, N15 და N17 კორპუსების მიმდებარედ.

ჯამში, აღნიშნულ მისამართებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები 8 000 კვ.მ ფართობზე განხორციელდა.

საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე მიმდინარე სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო.

მოსახლეობასთან საუბრისას, მან ხაზი გაუსვა მსგავსი პროექტების მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ მოწესრიგებული შიდა გზები უფრო კომფორტულს გახდის საცხოვრებელ გარემოს.

„ინფრასტრუქტურული პროექტები საბურთალოს გამგეობისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია. საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება არა მხოლოდ გადაადგილებას ხდის უფრო კომფორტულსა და უსაფრთხოს, არამედ მთლიანად საცხოვრებელ გარემოსაც აუმჯობესებს. წლის დასაწყისიდან დღემდე, რაიონში უკვე მოწესრიგდა 47 869 კვ.მ ფართობის ტერიტორია, რისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 460 466 ლარი დაიხარჯა“, - აღნიშნა გიზო ვასაძემ მიმდინარე პროექტის დათვალიერებისას.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მსოფლიო
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის