USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Тбилиси
საბურთალოს რაიონის გამგეობის ორგანიზებით, ბავშვებისთვის საახალწლო ღონისძიება გაიმართა
дата:  678
ღონისძიება, რომელიც დიდ დიღომში, მირიან მეფის მიმდებარედ არსებულ დასასვენებელ სივრცეში ჩატარდა, საბავშვო-გასართობ და კულტურულ აქტივობებს მოიცავდა. მოეწყო მეზღაპრის კუთხე, გასაბერი საბავშვო ატრაქციონები და სპეციალური კუთხეები, სადაც ბავშვებს ხატვა შეეძლოთ. წარმოდგენილი იყო მოსწავლეებისა და ადგილობრივების ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. სტუმრების განწყობაზე ზღაპრების გმირები, ანიმატორები და დასარტყამი ინსტრუმენტებს საბავშვო ანსამბლი ზრუნავდნენ.
 
ღონისძიების ფარგლებში, ჩატარდა კონცერტიც, სადაც მონაწილეობა მიიღეს საბავშვო სტუდიების აღსაზრდელებმა და ჯგუფმა "ბიგ ბენგ".
 
საახალწლო ღონისძიებას საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე დაესწრო.
общество
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати