USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
თბილისი
საბურთალოს რაიონის გამგეობა პეკინის გამზირზე რეკრეაციული სივრცის რეაბილიტაციას ახორციელებს
თარიღი:  464
საბურთალოს რაიონის გამგეობა პეკინის გამზირზე რეკრეაციული სივრცის რეაბილიტაციას ახორციელებს. მიმდინარე პროცესს ადგილზე დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო.
პროექტი, რომლის ფარგლებში, ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა დამონტაჟდება, პეკინის გამზირზე, N33, N35, N37 და N39ა საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ, 5 000 კვ.მ ფართობზე ხორციელდება.
„პეკინის გამზირზე რამდენიმე კორპუსს შორის არსებული სივრცის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. გვინდა, რომ აღნიშნული სივრცე სრულად მოვაწესრიგოთ - გახდეს უფრო მწვანე და პირველ რიგში, აქ მცხოვრები ადამიანებისთვის, დასვენება და განტვირთვა სასიამოვნო იყოს. პროექტის ფარგლებში, დაირგვება ხე-მცენარეები, საფეხბურთო-საკალათბურთო მოედნებს ჩაუტარდება რეაბილიტაცია, ასევე, მოეწყობა მოსასვენებელი პავილიონები, საპარკინგე სივრცეები და განათების სისტემა. სამუშაოებს, დაახლოებით, სამი თვე დასჭირდება და ძალიან სასიამოვნო გარემო შეიქმნება. მიხარია, რომ ქალაქის ცენტრში ასეთი სივრცე გამოყენებული იქნება რეკრეაციისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სამუშაოების შედეგად, მოეწყობა სატრენაჟორო და საბავშვო-გასართობი ზონები, სარწყავი სისტემა, ტერიტორია გამწვანდება, დაიგება რულონური ბალახი და დაირგვება 500-მდე სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე.
პროექტის ჯამური ღირებულება 1 500 000 ლარია და მას გამგეობის კონტრაქტორი კომპანია „მონოლითი 2005“ ახორციელებს.
დედაქალაქის მერთან ერთად, სამუშაოებს მერის მოადგილეები - ირაკლი ბენდელიანი და კახა გულედანი, საბურთალოს გამგებელი გიზო ვასაძე, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე და პარლამენტის დელეგატი აკაკი ალადაშვილი გაეცნენ.
მსოფლიო
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის