USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Тбилиси
საბურთალოს რაიონის გამგეობა მოსასვენებელი სივრცეების რეაბილიტაციას განაგრძობს
дата:  305
საბურთალოს რაიონის გამგეობა მოსასვენებელი სივრცეების რეაბილიტაციას განაგრძობს. ამჯერად, სამუშაოები ცინცაძის N3-ში იწყება.
სამუშაოების შედეგად 1200 კვ. მ ფართობის სკვერი რეაბილიტირდება. მოეწყობა ყველა შესაბამისი საპარკე ინფრასტრუქტურა, საბავშვო-გასართობი ზონები, განათებისა და სარწყავი ქსელები.
კეთილმოწყობის დასკვნით ეტაპზე დაირგვება 100 ზე მეტი ხე-მცენარე და დასასვენებელი სივრცე გამწვანდება.
პროექტის ღირებულება 253 427 ლარია, რომელიც საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ ადგილობრივ მოსახლეობას პროექტის დეტალები გააცნო.
Тбилиси
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати