USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
Tbilisi
საბრძოლო მოქმედებების შეჯამება უკრაინაში - გიორგი კობერიძე
Date:  972

01.02.2024 || საბრძოლო მოქმედებების მიმოხილვა უკრაინაში [რუკაზე ყველა ინფორმაცია დატანილია ადგილმდებარეობის მითითებით]:

- უკრაინის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით სევასტოპოლის სიახლოვეს, შავ ზღვაში წყლის დრონებით, განმეორებითი დარტყმების შემდეგ გაანადგურეს რუსული საბრძოლო ხომალდი "ივანოვეცი", რომელიც აღჭურვილი იყო სხვადასხვა ტიპის სარაკეტო შეიარაღებით. სავარაუდოდ დაღუპულია ხომალდის 41 სამხედრო ეკიპაჟი. სამხედრო კორვეტი ღამით თანმიმდევრული იერიშით ზღვაში იქნა აფეთქებული.
- ხერსონის ოლქში, მდინარე დნეპრის აღმოსავლეთ ნაპირზე, კრინკის ტერიტორიაზე უკრაინული პლაცდარმი კიდევ უფრო ფართოვდება. რუსებმა ასობით სამხედრო ტექნიკა შეაწირეს კრინკის ხელახალ ოკუპაციას, მაგრამ უკრაინელებმა მობილური ჯგუფების გამოყენებითა და მდინარის მეორე მხარიდან არტილერიის უწყვეტი მოქმედებით რუსები აიძულეს უკან დაეხიათ. დასახლება კრინკი პრაქტიკულად აღარ არსებობს. მაგრამ რუსებმა მისთვის არაპროპორციულად დიდი ძალა გაიღეს და შენარჩუნება ვერ შეძლეს. საბრძოლო მოქმედებები კრინკის ირგვლივ და სანაპირო ზოლის გასწვრივ რამდენიმე წერტილში კვლავ აქტიურად გრძელდება. არაა გამორიცხული კრინკის მსგავსი ახალი წერტილები კიდევ უფრო გამრავლდეს რუკაზე.
- ხერსონის ოლქში ტარასივკასთან ანგარში მდგომ რუსულ თვითმფრინავებზე იერიში იქნა მიტანილი უკრაინელების მიერ.
- ბოლო 48 საათში მაღალი ინტენსივობით იბომბება ყირიმი. იერიშები იქნა მიტანილი ევპარტორიისა და სევასტოპოლის შემოგარენზე. დაიბომბა ბელბეკის აეროპორტი. სავარაუდოდ ფრთოსანი რაკეტების გამოყენებით. ბელბეკი რუსული იერიშებისათვის ერთ-ერთი საკვანძო პუნქტია. ამასთან, დაბომბილია სარადარო პუნქტები. არადა ყირიმის დაცვას რუსეთი გამორჩეულად დიდ რესურსს უთმობს.
- აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს ავდიივკასა და მის შემოგარენში. რუსებმა ქალაქში ღრმად შეღწევა ვერ შეძლეს. თავად კრემლის განმარტებით აღებულია 19 სახლი. რამდენადაც ღიმილისმომგვრელადაც არ უნდა ჟღერდეს ეს ყველაფერი ოთხთვიანი უწყვეტი იერიშის შემდეგ რუსებმა 19 სახლი აიღეს და ამაზე არც მეტი არც ნაკლები თავად პუტინმა დაიტრაბახა. ეს ყველაფერი მიუთითებს რუსების მდგომარეობაზე. ამ ფონზე, ავდიივკას ჩრდილოეთით, უკრაინელებმა საბრძოლო რეიდი განახორციელეს ჰორლივკას ტერიტორიაზე, რომელიც 2014 წლის შემდეგ დაკარგული აქვთ.
- ხარკივის ოლქში, კუპიანსკის მიმართულებით რუსების მცდელობა აეღოთ სოფელი ტაბაივკა დიდი დანაკარგებით დასრულდა. მიუხედავად რამდენჯერმე გამოცხადების, ასობით მოკლული სამხედროსა და რამდენიმე ათეული ტექნიკის დაკარგვისა, რუსები მაინც ვერ აკონტროლებენ სოფელს. საბრძოლო მოქმედებები კვლავ დასახლების შიგნით მიმდინარეობს.
- პრაქტიკულად ყოველდღიურად იბომბება რუსეთის ტერიტორია. იერიშები ჩვეულ ხასიათს ატარებს არამხოლოდ ბრიანსკისა და ბელგოროდის ოლქებზე, არამედ გახშირდა დარტყმები ლენინგრადის ოლქზე (პეტერბურგის რეგიონს ლენინგრადი ეწოდება ისევ). ამჯერად სამიზნე მაზუთის ქარხნები იყო. ასეთ დარტყმებს უკრაინის სამხედრო დაზვერვა მეთაურობს.
- აზოვის ბრიგადის მეთაურის, დენის პროკოპენკოს გაცხადებით რუსების ტყვეობაში მარიუპოლის 900 მცველი რჩება კვლავ. მიუხედავად ამისა გუშინ 207 უკრაინელი ტყვე იქნა გაცვლილი, რომელთა ნაწილიც მარიუპოლიდან არიან.
- სავარაუდოდ რამდენიმე დღეში უკრაინა მიიღებს მაღალი სიზუსტის GLSDB ბომბებს. მას 150 კილომეტრის მოშორებით GPS-ის გამოყენებით შეუძლია სამიზნის განადგურება. მისი გაშვება მიწიდან ხდება რისთვისაც HIMARS ან M270-ის გამოყენებაა შესაძლებელი. უკრაინა იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც აშშ-ს მიერ მიწოდებულ ამ ტიპის ბომბებს გამოიყენებს ომის მდგომარეობაში.
- ძალიან აქტიურად მიმდინარეობს საუბარი ზალუჟნის შესაძლო გადაყენებასთან დაკავშირებით. ამაზე CNN-მაც დაწერა. არის ვერსია რომ ზელენსკისა და მისი გენერალური შტაბის უფროსს შორის უთახმოებაა. ამაზე საუბარი ადრეც იყო, თუმცა მაშინ არაფერი მომხდარა. ახლაც ეს ყველაფერი მხოლოდ ვერსიაა, რომელიც ბევრმა წყარომ გადააზიარა. რეალურად უცნობია გადააყენებენ თუ არა ზალუჟნის, მაგრამ თუკი ეს მაინც მოხდა მთავარი ის იქნება თუ ვინ ჩაანაცვლებს მას. ერთი ვერსიით ეს შეიძლება იყოს თავად გენერალი კირილო ბუდანოვი - უკრაინის სამხედრო დაზვერვის ძალიან წარმატებული მმართველი. მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ ბუნდანოვი ძალიან კარგად ასრულებს მოვალეობას იქ, რა თანამდებობაზეც ისაა, ამიტომაც ფიქრობენ რომ მისი დაწინაურება შეიძლება სამხედრო დაზვერვაზე არ აისახოს კარგად, რომელიც ამ ომში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს.
საინტერესოა, რომ ბუდანოვთან CNN-ს ჰქონდა ინტერვიუ. მან სხვა თემაზე ისაუბრა. აღნიშნა, რომ რამდენიმე კვირაში რუსული შეტევა გამოიფიტება და უკრაინელებისათვის ეს ახალი შანსის გაჩენას მოასწავებს.
 მიყევით ბმულ - გიორგი კობერიძე
 
society
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way