USD 2.7428
EUR 2.8772
RUB 2.6387
თბილისი
საბრძოლო მოქმედებების შეჯამება უკრაინაში - გიორგი კობერიძე
თარიღი:  315

18.12.2023 - შეჯამება უკრაინაში:

- ამჟამად უკრაინაში რამდენიმე ძალიან აქტიური წერტილია:
1. კრინკის სექტორი [ხერსონის ოლქი] - დნეპრის გასწვრივ, ხერსონის ოლქში, აღმოსავლეთ ნაპირზე, დასახლება კრინკის სიახლოვესა და მის შემოგარენში უკრაინული დანაყოფები კვლავ აგრძელებენ აქტიურ შეტევას. რუსული სამხედრო ძალები წყებად ცდილობენ უკრაინული იერიშების შეზღუდვას და ტერიტორიის სრულ კონტროლს, რის მისაღწევადაც ათობით ტექნიკისა და ასობით ცოცხალი ძალის გაღება უწევთ. ეფექტურია, არამხოლოდ უკრაინული ცოცხალი ძალა, არამედ სანაპიროსთან მოქმედი არტილერიაც, რომელიც რუსულ ტექნიკას უზუსტეს დარტყმებს აყენებს. პრაქტიკულად კრინკი გახდა ის სატყუარა, სადაც რუსებს აქტიურ თავდაცვაში უწევთ ყოფნა და ბევრად მცირე დანაყოფებისაგან შემდგარ უკრაინელთა შესაზღუდად ძალიან დიდი ძალების გაღება. იმ ფონზე, რომ სექტორში რამდენიმე წერტილია, სადაც უკრაინელები აქტიურად მოქმედებენ, რუსულ არმიას ერთიანად მრავალი პატარა მიმართულებით უწევს ფოკუსის გაკეთება და მრავალრიცხოვანი ჯარების დაყოვნება. ცოცხალი ძალისა და ტექნიკის სიმრავლე კი მეორე სანაპიროზე მდგომი უკრაინული არტილერიისათვის კარგ სამიზნეს ქმნის.
2. სინკივნა-კუპიანსკის სექტორი [ხარკივის/ხარკოვის ოლქი] - რუსები ძალიან აქტიურობენ ხარკივის ოლქში, კუპიანსკის მიმართულებით. საბრძოლო მოქმედებები ლიმან-პერშისა და სინკივკას მიმართულებაზე მიმდინარეობს. დიდი რაოდენობით ტექნიკისა და ცოცხალი ძალის თავმოყრის მიუხედავად რუსული შეტევა თვითგანადგურების რეჟიმში მიმდინარეობს. უკრაინელები ადრეული შემოდგომიდან ამ მიმართულებას დიდ ყურადღებას უთმობენ და ძალიან კარგადაც აქვთ გამაგრებული სექტორი. მიუხედავად იმისა, რომ რუსების გეგმა მინიმუმ მდინარე ოსკილის ირგვლივ ტერიტორიების დაკავება იყო, ამ ეტაპზე აღნიშნული ოპერაცია კატასტროფულად მიმდინარეობს მათთვის. უკრაინელები ძალიან მყარად დგანან თავდაცვაში - იყენებენ არტილერიას, დრონებს, ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღებას, ჩასაფრებებს და ა.შ.. ჯერჯერობით შეტევა არ მოგერიებულა სრულად. რუსული ძალა ამ მიმართულებით ჯერ კიდევ მასშტაბურია.
3. ავდიივკას სექტორი [დონეცკის ოლქი, ქალაქი დონეცკის შემოგარენი] - ჯერჯერობით კვლავ ყველაზე აქტიური საბრძოლო მოქმედების ზონად რჩება ავდიივკა. მიუხედავად კატასტროფული დანაკარგებისა რუსებმა ქალაქის საზღვრებში შეღწევა ვერ შეძლეს. ზოგიერთი ცნობით, რუსების მხრიდან მხოლოდ მოკლულთა რაოდენობა 10 ათასს აჭარბებს და შეიძლება 13 ათასიც კი იყოს. იმ კადრებისა და ტალღოვანი იერიშების ფონზე, რომელიც ავდიივკაზე მიმდინარების, ეს ციფრი სრულიად რეალისტურია. უკრაინელებს საკმაოდ დიდი ძალები ჰყავთ ქალაქში და მის ირგვლივ შეყვანილი. შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა, რუსებმა ავდიივკას აღება მარტივად მოახერხონ, არადა ამ იერიშისათვის ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდნენ.
4. ბახმუტი [დონეცკის ოლქი] აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს ბახმუტის შემოგარენში. სამხრეთში რუსებმა რამდენჯერმე სცადეს კლიშჩიივკას ხელახალი ოკუპაცია, თუმცა წარუმატებლად. ამასთან, ბახმუტიდან რუსებმა მომიჯნავე დასახლება ივანივსკესკენაც სცადეს გაჭრა. უკრაინელებს თავდაცვითი პოზიციები უჭირავთ. იერიშები გრძელდება.
5. რობოტინეს სექტორი [ზაპორიჟიას ოლქი] ზაპორიჟიაში რობოტინესთან ფრონტის ხაზი მეტ-ნაკლებად სტაბილურია, თუმცა პერიოდულად უკრაინელები და რუსები ცდილობენ ინიციატივის ხელში აღებას. უშუალოდ დასახლებას უკრაინელები აკონტროლებენ.
6. პერიოდულად შეტაკებები ხდება ბელგოროგის ოლქში, რუსეთ-უკრაინის საზღვრის გასწვრივ, რუსეთის ტერიტორიაზე. ბოლო ასეთი შემთხვევა გუშინ დაფიქსირდა. უკრაინული დივერსიული ძალები სასაზღვრო ზონასთან განთავსებულ რუსულ სამხედრო ნაწილებს პერიოდულად და განმეორებით ესხმიან თავს. ამით რუსებს სასაზღვრო ზონაში დარჩენას აიძულებენ.
- დრონების გამოყენებით ბოლო დღეებია აქტიურად მიმდინარეობს იერიშები რუსეთის ტერიტორიაზე, უკრაინის მომიჯნავე ოლქებში: კურსკში, როსტოვში, ბელგოროდსა და კრასნოდარში. დასავლურ მედიაში უკრაინული იარაღი უკვე შეაფასეს, როგორც "თანამედროვე ომის საოცარი და იაფი საშუალება". რუსები უზარმაზარ რესურსებს ხარჯავენ ამ დრონების გასანეიტრალებლად, ხოლო უკრაინელთა შეღწევადობა რუსეთის ტერიტორიაზე მზარდია.
- წინა დღეებში ძალიან ცუდი ამინდები იყო აღმოსავლეთ უკრაინაში, რამაც გარემოს ატალახება გამოიწვია. ფრონტის ხაზზე ზოგიერთი მიმართულებით გადაადგილება ძალიან ჭირს.
- უკრაინაში საყოველთაო მობილიზაცია მიმდინარეობს. შესაძლოა, რომ ყველაზე მასშტაბური იყოს ის. მისი მიზანი სამხედროთა როტაციის შესაძლებლობა, ზამთარში რუსული იერიშების შეკავება და შეძლებისთანავე კონტრშეტევის დაწყება იქნება. რამდენიმე რისკთაგან ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური მაინც ის იქნება, რომ დიდი რაოდენობით გაწვეულების ფონზე, მათი გაწვრთნის ხარისხში შეიძლება გაჩნდეს პრობლემები. ამის გამო დასავლური სახელმწიფოები არამხოლოდ ახალწვეულთა წვრთნას იწყებენ, არამედ ინსტრუქტორთა წვრთნასაც, რომელთაც, თავისხმრივ, მოუწევთ უკრაინელი ახალწვეულების გადამზადება.
- უკრაინელები კვლავ აქტიურად აგრძელებენ ფრთოსანი რაკეტებით რუსული პოზიციები სიღრმეების დაბომბვას. მათ შორისაა ლუგანსკის ოლქი და ქალაქი მარიუპოლის შემოგარენი.
- სანამ უკრაინის დახმარება აშშ-ს მხრიდან ჩიხშია შესული გერმანიამ, ნორვეგიამ და დანიამ პრაქტიკულად გააორმაგეს უკრაინის სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერა. აქტიურობს პოლონეთის ახალი პრემიერიც, რომელმაც უკრაინის მხარდასაჭერად სრული მობილიზაცია გამოაცხადა როგორც პოლონეთში ისე მთელს ევროპაში. სამხედრო წარმოება იზრდება ევროპაში, ხოლო უკრაინელებს საშუალება ეძლევათ თავიანთი ტექნიკა უსაფრთხოდ გაარემონტონ თუ აწარმოონ მოკავშირე ქვეყნებში.

 

მიყევით ბმულს - გიორგი კობერიძე

 
მსოფლიო
«Bloomberg» (აშშ): „ევროპა მორიგი ენერგეტიკულ კრიზისის წინაშე დგება: ზამთრის მოახლოების კვალობაზე, გაზზე ფასები მატულობს“

„როგორც ჩანს, წლევანდელი ზამთარი, შარშანდელ თბილთან შედარებით, ამჯერად უფრო ცივი იქნება. უკვე ისე აცივდა, რომ ევროპის გაზსაცავები სწრაფად ცარიელდება“, - ნათქვამია ამერიკული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტოს „ბლუმბერგის“ (Bloomberg) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ევროპა მორიგი ენერგეტიკულ კრიზისის წინაშე დგება: ზამთრის მოახლოების კვალობაზე, გაზზე ფასები მატულობს“ (ავტორები - ანა შირიაევსკა და პრისცილა აზევედო).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

შარშან ევროპაში უჩვეულოდ თბილი ზამთარი იყო და რუსული გაზის შეწყვეტის მიუხედავად, გაზსაცავებში ჩატვირთული საწვავი ევროპელებმა გაზაფხულამდე იმყოფინეს, პლის გამონახეს დამატებითი ალტერნატიული წყაროებიც... მაგრამ ახლა, როცა პროგნოზით თანდათანობით აცივდება, გაზის ფასები უკვე მატულობს და უკრაინის ტერიტორიაზე გამავალი მილსადენითაც ევროპა გაზს ვეღარ მიიღებს, ექსპერტების თქმით, ენერგეტიკული კრიზისის წინამძღვრები აშკარად ისევ იქმნება. არადა, ევროპა ჯერაც ვერ გამოსულა მთლიანად ორი წლის წინანდელი შოკისაგან, როცა ერთი კუბური მეტრი გაზის ფასი „ცას სწვდებოდა“.

რა თქმა უნდა, გაზის წლევანდელი ფასები 2022 წლის რეკორდულ ფასებზე მცირეა, მაგრამ მატება მაინც საგრძნობია, ანუ მოსახლეობის კეთილდრეობა მცირდება, ცხოვრების დონე ეცემა და მწარმოებელთა კონკურენტუნარიანობა უარესდება.

ზამთრის ყველაზე ცივ თვეებში გაზსაცავები მაშველი რგოლის როლს ასრულებენ, მაგრამ ნოემბრის სიცივეების გამო მოსახლეობაში გაზზე მოთხოვნა სწრაფად გაიზარდა. გარდა ამისა, ევროპაში ქარის ელექტროსადგურები ძირითადად უქმად დგანან, რადგან ქარის სიჩქარე დაბალია. შესაბამისად, მატულობს გაძვირებული გაზის გამოყენება ელექტროენერგიის წარმოებისთვის, რაც ბუნებრივია, ელექტროდენის ფასს ზრდის.

დღეისათვის რუსული გაზით - უკრაინის ტერიტორიაზე გამავალი მილსადენის მეშვეობით -  ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყანა სარგებლობს, მათ შორის სლოვაკეთი და უნგრეთი. უკრაინასა და რუსეთს შორის დადებული სტრანზიტოს შეთანხმების ვადა დეკემბრის ბოლოს იწურება. კიევი აცხადებს, რომ კონტრაქტს აღარ გაახლებს. უნგრეთსა და სლოვაკეთს ენერგეტიკული უზრუნველყოფას საფრთხე ემუქრება.

ცივი ზამთრის გამო ცუდ დღეში ჩავარდება გერმანიაც. 2022 წელს ბერლინმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაზი თავისი გაზსაცავებისათვის მსოფლიო ბაზარზე რეკორდული ფასებით ეყიდა, თუმცა ამჟამად სხვა სიტუაციაა. გაზზე მაღალი ფასების გამო ბევრი ქარხანა წარმოებას ამცირებს ან სულაც ჩერდება. გამოდის, რომ მესამე წელია ევროპის უდიდესი ეკონომიკა, ენერგონედლეულის უკმარისობის გამო, ზეწოლას განიცდის.  გერმანიაში კი თუ სიტუაცია გაუარესდება, ეს ნიშნავს, რომ კრიზისის ვირუსი სხვა ქვეყნებსაც გადაედება.  თებერვალში დაგეგმილი ბუნდესტაგის არჩევნები შეიძლება მწვავე ეკონომიკური პრობლემების ფონზე ჩატარდეს.

ცივ ზამთარში ენერგიის დეფიციტი ძნელი გადასატანია, ასეთ სიტუაციებში მოსახლეობისადმი მოწოდებები ხარჯვის შემცირება-დაზოგვაზე საქმეს არ შველის: არსებობს დიდი რისკი იმისა, რომ ევროპელებს ამ ზამთარს ბედი აღარ გაუღიმებთ და ამიტომ იძულებულნი იქნებიან მეტი ძვირადღირებული თხევადი გაზის იმპორტი მოახდინონ, პარალელურად კი აზიის ქვეყნებთან, განსაკუთრებით კი ჩინეთთან მიმართებით კონკურენტუნარიანობაც შეინარჩუნონ, რაც ერთობ რთულ ამოცანას წარმოადგენს.

წყარო: https://www.bloomberg.com/news/articles/2024-11-23/europe-is-already-facing-its-next-energy-crisis?srnd=phx-politics

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.