საბერძნეთი მეხუთე დღეა ათენის დასავლეთით ძლიერი სიცხისგან გამოწვეულ ტყის ხანძრებს ებრძვის.
მედიის ინფორმაციით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული არიან მეხანძრეები კვიპროსიდან, საფრანგეთიდან, ისრაელიდან და იტალიიდან. ხანძრის ჩასაქრობად სახანძრო თვითმფრინავებსაც იყენებენ.
ტყის ხანძარმა სერიოზულად დააზიანა 100-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი და სხვა შენობა. მთავრობამ დღეს განაცხადა, რომ დაზარალებულ ოჯახებს სხვადასხვა სახის დახმარებას, მათ შორის ფინანსურ დახმარებას გაუწევენ.
სინოპტიკოსების პროგნოზით შაბათ-კვირას ჰაერის ტემპერატურა 45 გრადუსს მიაღწევს, კულტურის სამინისტრომ განაცხადა, რომ 23 ივლისამდე ყველა არქეოლოგიური ადგილი, მათ შორის აკროპოლისის ძეგლი, 12:00 საათიდან 17:30 საათამდე დაიხურება.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.