საბერძნეთში ხანძრები მძვინვარებს. მთავრობა ხალხს საცხოვრებლების დატოვებისკენ მოუწოდებს. დაიღუპა ორი ადამიანი.
დაღუპულთა შორის ერთი მოხალისე მეხანძრეცაა. 38 წლის კაცს, დედაქალაქის გარეუბანში, ელექტროგადამცემი ბოძი დაეცა. მეორე დაღუპული კი ათენის სავაჭრო პალატის პრეზიდენტია.
მთელი ქვეყნის მასშტაბით, ხანძრის 154 კერას ებრძვიან. არაპროგნოზირებადი ქარის გამო, ყველაზე დიდი ხანძრები ათენის ჩრდილოეთით მძვინვარებს. ხანძრებიაკუნძულ ევიასა და ოლიმპიური თამაშების სამშობლოში – ოლიმპიაშიც.
ვითარებას ართულებს მაღალი ტემპერატურაც. ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე, ერთი კვირის განმავლობაში, ტემპერატურა 40 გრადუსს აჭარბებდა.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.