USD 2.7300
EUR 3.1695
RUB 3.4422
Тбилиси
საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტი იეროთეოსი (ვლახოსი) პირველი მართლმადიდებელი მღვდელმთავარი, რომელმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა.
дата:  1301

საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის გამოჩენილი მაღალიერარქი, ნავპაქტოს მიტროპოლიტი იეროთეოსი (ვლახოსი) პირველი მართლმადიდებელი მღვდელმთავარია, რომელმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა. 

ვაქცინაციიდან რამდენიმე დღის შემდეგ მიტროპოლიტი იეროთეოსი აცხადებს:

„შემთხვევით არ ამირჩიეს. ამ საკითხებით ვარ დაკავებული, წიგნიც მაქვს დაწერილი და უცხოურ უნივერსიტეტებში მაქვს ჩატარებული ლექციები მოლეკულური ბიოლოგიისა და გენეტიკის შესახებ. პანდემიის პირველი ტალღის დაწყებისას, აპრილში, ეკლესიიდან ერთადერთ წარმოამდგენლად დამადგინეს, რომ ეს საკითხი შემესწავლა. მრავალი სამეცნიერო კვლევა წავიკითხე და მივედი დასკვნამდე, რომ ეს ვაქცინა არის გადარჩენის მცდელობა და პანდემიის ამ ელჭექიდან გათავისუფლება. ვინაიდან მთავარეპისკოპოსს [ეკლესიის მეთაურს] არ შეეძლო ვაქცინის გაკეთება, რადგან სულ ახლახანს დაამარცხა კორონავირუსი და მის ორგანიზმში ჯერ კიდევ არის ანტისხეულები და რადგან მე უკვე მქონდა დაფიქსირებული ჩემი პოზიცია, მან მკითხა, თუ მექნებოდა სურვილი, მის ნაცვლად გამეკეთებინა ვაქცინა. ასე აღმოვჩნდი პირველი. მე მანამდე ნავპაქტოს მერს ვესაუბრე და ვუთხარი, რომ როგორც კი ახალი ვაქცინა ჩვენს რეგიონში შემოვიდოდა, პირველი ვყოფილიყავი, ვინც გაიკეთებდა. 

რა თქმა უნდა, შესაძლოა არსებობდეს უკუჩვენებები, ისევე როგორც ეს ყველა ვაქცინის შემთხვევაში ხდება, მაგრამ მე არავითარი სახის უკუჩვენება მქონია. ჩავედი ათენში, გავიკეთე ვაქცინა, რის შემდეგ ტემპერატურაც გავიზომე, მაგრამ უმცირესი სიმპტომაც არ გამოვლენილა. დღემდე მოყოლებული არანაირი სახის უკუჩვენება არ მქონია,  მაგრამ, თუნდაც მქონოდა, ეს ყველა წამლის შემთხვევაში ხდება.

მე ექიმებსა და ამერიკის უდიდეს მეცნიერებთან გავიარე კონსულტაცია და მათ მითხრეს, რომ უშიშრად შეიძლებოდა ვაქცინის გაკეთება. რატომ?! იმიტომ, რომ ბოლო-ბოლო უნდა გავთავისუფლდეთ იმ საფრთხისა და შიშისგან, რომელიც მკვიდრობს ჩვენს ირგვლივ. ჩვენი სლოგანია „თავისუფლება სიკვდილის შიშისგან“. ხშირად ჩვენს მოყვასს ვუყურებთ, როგორც ჩვენი არსებობისთვის საფრთხისგან, ჩვენ ყველა უნდა გავთავისუფლდეთ ცრურწმენებისგან. დღევანდელ ეპოქაში ამ საკითხთან მიმართებაშიც [ვაქცინაცია] ერთგვარი ცრურწმენა არსებობს, რომ რაღაც უხილავი და ზებუნებრივი საიდუმლო ძალები მართავენ სამყაროს და ჩვენზე გავლენას ახდენენ და ა.შ. ამათგან უნდა გავთავისუფლდეთ! ამას აკეთებს ჭეშმარიტი მეცნიერებაც და მართლმადიდებლური ღვთისმეტყველებაც. 

ნეტავი ყოველი ადამიანი გათავისუფლდეს ამ შიშებისა და ცრურწმენებისგან, რომლებსაც შუა საუკუნეებისკენ მივყავართ. ახლა ჩვენ ვცხოვრობთ თანამედროვე ეპოქაში, XXI საუკუნეში. ამ ვაქცინების გამოცდა ჯერ კიდევ 90-იანებიდან დაიწყო, არ არის რაიმე ახალი, ისინი არ წარმოშობილან მოულოდნელად. SARS-CoV-1-ის კლინიკური ცდები ჯერ კიდევ სამი წლის წინ დაიწყო, დღევანდელი არის SARS-CoV-2 [ე.ი. COVID-19]. მე პირადად ენთუსიაზმით ვიყავი განწყობილი და მიხაროდა, როდესაც ვნახე ამერიკაში, როდესაც ათასობით მოხალისე იყო ჩართული ამ კლინიკურ ცდებში. მაშ, რატომ არ უნდა გავიკეთოთ ჩვენც და გავთავისუფლდეთ ამ უდიდესი საფრთხისგან?!“ – აღნიშნა ნავპაქტოს მიტროპოლიტმა იეროთეოსმა (ვლახოსი). 

Тбилиси
ვაკის გამგეობა - უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს
უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. გამგეობის წარმომადგენლები, საქალაქო სამსახურებთან და კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად, მონიტორინგსა და ადგილზე შესაბამის სამუშაოებს ახორციელებენ.
 
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს შიდა ქუჩების თოვლისგან დასუფთავება, საერთო ჯამში, რეაგირება განხორციელდა რამდენიმე ათეულ ქუჩაზე, სადაც მოსახლეობის გადაადგილება განსაკუთრებით პრობლემური იყო.
 
ამ დროისთვის, 50-მდე ქუჩაზე გზა გასუფთავებულია, ხოლო 20-ზე მეტ მისამართზე სამუშაოები დაგეგმილია
.
ასევე, აქტიურად მიმდინარეობს დაზიანებული, საფრთხის შემცველი ხეების სხვლა, დამუშავება და გატანა. მერიის ცხელი ხაზის და საგანგებო სამსახურის, 112-ის საშულებით, დაახლოებით, 200-ზე მეტი შეტყობინება შემოვიდა.
 
მოსახლეობას შევახსენებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე, ნომერზე 032 2 72 22 22.
более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати