USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Тбилиси
საბჭოთა წყობილების არასრულწლოვანი პატიმარი - გურამ დოჩანაშვილი
дата:  699

1956 წლის 9 მარტის მოვლენების შემდეგ ეროვნულმა მოძრაობამ გააქტიურება დაიწყო, რამაც დისიდენტურ მოძრაობას ჩაუყარა საფუძველი. ახალგაზრდებმა საბჭოთა წყობილების წინააღმდეგ არალეგალური საქმიანობა გააჩაღეს. შედეგმაც არ დააყოვნა, უშიშროების კომიტეტმა პროკლამაციების გავრცელების ბრალდებით სკოლის მოსწავლეები დააპატიმრა. მათ შორის იყო გურამ დოჩანაშვილი, რომელსაც 2 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თუმცა სასამართლო კოლეგიამ, მხედველობაში მიიღო და გაითვალისწინა, რომ ბრალდებულები არასრულწლოვნები იყვნენ და პატიმრობა პირობითი მსჯავრით შეუცვალა.

ეს იყო დასაწყისი, პირველი ნაბიჯები ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობისა, ეკლიანი და წინააღმდეგობებით აღსავსე გზა, რომელმაც მრავალწლიანი შეუპოვარი ბრძოლის შემდეგ საქართველო დამოუკიდებლობამდე მიიყვანა.

 "ჩვენ გვყავს უწმინდესი, იმისი ნათქვამი, ხმადაბლა რომ იტყვის ხოლმე ეს არის ჩემთვის ყველაფერი. მხოლოდ ის მინდა, მისი მრევლის წევრი მაინც ვიყო, თუნდაც სულ უკანასკნელი“ - გურამ დოჩანაშვილი.

 

ავტორი: ესმა ხიდაშელი

გარეკანის ფოტო საქართველოს შსს - ს არქივის მასალებიდან

мир
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати