საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საფინანსო სექტორის მიმდინარე ტენდენციების შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, საბანკო სექტორში საპროცენტო განაკვეთებს შემცირების ტენდენცია აქვს. სებ-ის თანახმად, ივნისში კრედიტების განაკვეთმა საშუალოდ 13.1% შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით 1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, განაკვეთების შემცირება ლარის სესხებზე პროცენტების დაწევას უკავშირდება.
"ივნისში სესხების საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთები წინა თვესთან შედარებით 1.0 პპ-ით შემცირდა და 13.1% შეადგინა. ეროვნული ვალუტით სესხებზე საშუალო შეწონილი წლიური საპროცენტო განაკვეთი 0.7 პპ-ით 15.9%-მდე შემცირდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემულ კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთი უცვლელია და 9.0%- ის დონეზეა.
დაკრედიტება ივნისში წლიურად 13.5%-ით იზრდება, ამასთან სესხების ზრდის ტემპმა წინა თვესთან შედარებით 0.7 პპ-ით მოიმატა. როგორც ეროვნული ბანკის დოკუმენტიდან ირკვევა, უფრო მეტი სესხი ეროვნულ ვალუტაში გაიცემა, რის გამოც, ლარით დაკრედიტების ტემპი 15.7%-ით იზრდება.
ივნისში, ლარით დაკრედიტება წლიურად 15.7%-ით, 25.9 მლრდ ლარამდე გაიზარდა და მთლიანი სესხების ზრდაში 8.1 პპ-იანი წვლილი შეიტანა. უცხოური ვალუტით დაკრედიტება (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით) 11.1%-მდე გაიზარდა და მთლიანი სესხების ზრდაში 5.4 პპ-იანი წვლილი შეიტანა. უცხოური ვალუტით დაკრედიტების ტემპის ზრდა ძირითადად ბიზნეს სესხების ზრდის ტემპის მატებით არის განპირობებული, რომლის წვლილი მთლიანი სესხების ზრდაში, წინა თვესთან შედარებით, 0.7 პპ-ით გაიზარდა, იპოთეკური სესხების წვლილი კი არ შეცვლილა. სამომხმარებლო სესხების ზრდის ტემპი მცირედით შემცირდა თუმცა კვლავ მაღალ დონეზეა და მთლიან სესხებში 3.5 პპ-იანი წვლილი შეიტანა,"- ნათქვამია სებ-ის ანგარიშში.
ირანის სასამართლოს განცხადებით, ერფან სოლტანის სიკვდილით დასჯა არ აქვს მისჯილი, - ინფორმაციას The Guardian-ი ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ირანის სასამართლოს ცნობით, 10 იანვარს საპროტესტო აქციებზე დაკავებული 26 წლის ერფან სოლტანი ქარაჯის ცენტრალურ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.
სასამართლოს განცხადებით, სოლტანის ბრალი წაუყენეს „ქვეყნის შიდა უსაფრთხოების წინააღმდეგ შეთქმულებისა და რეჟიმის წინააღმდეგ პროპაგანდული საქმიანობისთვის“.
სასამართლოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსგავს ბრალდებებზე სიკვდილით დასჯა არ ვრცელდება.
მანამდე, სოლტანის ოჯახმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ერფანის სიკვდილით დასჯა გადაიდო.