რუსული მედიით გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსულმა საგადახდო სისტემა Unistream-მა საქართველოში მუშაობა განაახლა, სიმართლეს არ შეესაბამება. ინფორმაციას საბანკო ასოციაციაში ადასტურებენ.
„იუნისტრიმის“ განაღდებები არ ხორციელდება“ - აცხადებენ ასოციაციაში.
რუსული მედია საშუალებები Unistream-ის ხელმძღვანელობაზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ რუსეთიდან საქართველოში Unistream-ით გადარიცხვები განახლდა. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ეს რუსეთში მცხოვრებ ქართველებს, საქართველოში მცხოვრები ნათესავებისთვის ფინანსურ მხარდაჭერას გაუმარტივებს.
რუსეთიდან საქართველოში Unistream-ის სისტემით ფულადი გადმორიცხვები მას შემდეგ შეწყდა, რაც გასული წლის ივლისში რუსული ბანკი ამერიკის შეერთებული შტატების სანქციების ქვეშ აღმოჩნდა. 2023 წლის 6 თვის მონაცემებით, ეს იყო სისტემა, რომელზედაც ქვეყანაში რუსეთიდან შემოსული ფულადი გზავნილების ყველაზე დიდი წილი მოდიოდა (2023 წლის 6 თვეში 762 მლნ დოლარი გადმოირიცხა).
თურქეთის პარლამენტმა ბოლო მოსმენით მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც 15 წელს მიუღწეველ მოზარდებს სოციალურ ქსელებსა და ონლაინ პლატფორმებზე რეგისტრაცია აეკრძალებათ. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
როგორც სააგენტო იუწყება, კანონი მიიღეს მას შემდეგ, რაც ერთი კვირის წინ 14 წლის მოზარდმა თურქეთის ქალაქ კაჰრამანმარაშის სკოლაში ცეცხლის გახსნა და ცხრა მოსწავლე და ერთი მასწავლებელი მოკლა.
ახალი კანონი სოციალურ ქსელებს დაავალდებულებს ასაკის შემოწმების სისტემა დანერგონ და მშობლის კონტროლი დააწესონ, აგრეთვე ოპერატიული რეაგირება მოახდინონ იმ კონტენტზე, რომელიც სახიფათოდ იქნება მიჩნეული.
სიახლე გულისხმობს იმას, რომ ისეთმა პლატფორმებმა, როგორებიცაა YouTube, TikTok, Facebook, Instagram და ა.შ., 15 წლამდე მოზარდებს რეგისტრაცია აუკრძალონ და შექმნან მშობლის კონტროლი.