USD 2.7236
EUR 3.0431
RUB 2.9300
Тбилиси
საბა ბუაძე - ISFED-ის პარალელური დათვლა გაყალბების დამადასტურებელი ერთადერთი ინსტრუმენტი არ ყოფილა
дата:  346

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, საბა ბუაძის განცადებით, ოპოზიციისთვის ISFED-ის პარალელური დათვლა გაყალბების დამადასტურებელი ერთადერთი ინსტრუმენტი არ ყოფილა.

მისი თქმით, აღნიშნულის დამადასტურებელი უამრავი მტკიცებულება არსებობს. ამასთან, როგორც ბუაძემ აღნიშნა, ხელისუფლება „სამართლიანი არჩევნების“ დისკრედიტაციას ცდილობს.

„ქართული ოცნება“ აგრძელებს სამოქალაქო სექტორის და მაღალი რეპუტაციის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციას. ისინი ახლა ცდილობენ, რომ პოლიტიკური იარლიყი მიაკერონ ამ შეცდომას და ორგანიზაციაში მიმდინარე პროცესებს. არცერთ შემთხვევაში, ოპოზიცია ISFED-ის პარალელურ დათვლას არ იყენებდა როგორც გაყალბების დამადასტურებელ ერთადერთ ინსტრუმენტს. არჩევნების გაყალბების უამრავი მტკიცებულება არსებობს და ISFED-ის პარალელური დათვლა არ ყოფილა ამის ერთადერთი მტკიცებულება. ვითარებას ეს არანაირად არ ცვლის, ეს კიდევ ერთხელ ახდენს „ქართული ოცნების“ ლუსტრაციას, როგორც იმ პოლიტიკური ძალის, რომელიც არაჯანსაღად ერევა სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობაში. აქ არსებობს კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ საიდან იცოდა „ქართულმა ონცებამ“ ISFED-ში მიმდინარე პროცესების შესახებ იქამდე, ვიდრე ეს ორგანიზაცია ღიად დაიწყებდა ამ ანგარიშში არსებულ შეცდომაზე საუბარს“, - განაცხადა ბუაძემ.

შეგახსენებთ, „სამართლიანმა არჩევნებმა“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგების დაზუსტებული ინფორმაცია გამოაქვეყნა. მათი განმარტებით, გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, გასწორების შედეგად, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა და აღნიშნული სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე. „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების დღის საბოლოო შედეგების დაზუსტებული ინფორმაციით, "ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს" ხმების 47.6% აქვს.

ამასთან, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ელენე ნიჟარაძე „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას აღარ იკავებს.

 
 
 
 
 
 
область
გორში, 12 ჰექტარზე გაშენებული ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა
ქალაქ გორის ცენტრალური პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დასრულდა
 
განახლებული პარკით უკვე სარგებლობენ ქალაქის მაცხოვრებლები და მისი სტუმრები
 
პარკის ტერიტორია დაიყო სხვადასხვა ტიპის - სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად. შეიქმნა ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც ბევრად უფრო კომფორტულს ხდის პარკში დასვენებას და დროის გატარებას ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისა თუ მათი მშობლებისათვის
 
რეაბილიტაცია ჩაუტარდა პარკში არსებულ ხელოვნურ ტბასა და 2 შადრევანს, შენობა-ნაგებობებს და საზოგადოებრივ საპირფარეშოებს; მოეწყო ახალი საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატურები, სივრცეები ღია კაფეებისთვის, სკეიტპარკი, ფამფტრეკი და საბავშვო ატრაქციონები
 
„12 ჰექტარზე გაშენებული გორის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა. პარკმა მოგვცა ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესო, სხვადასხვა დანიშნულების სივრცეების მოწყობის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პარკში შეიქმნა ინფრასტრუქტურა, რომელიც იმართება კერძო სექტორის ჩართულობით. განახლებული პარკით გორს უკვე აქვს დიდი და საინტერესო რეკრეაციული სივრცე, რაც მნიშნელოვანია ყველა ქალაქისთვის,”-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ გორის ახლად რეაბილიტირებული ცენტრალური პარკის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პარკის გამწვანებისათვის, 46,793 კვმ ტერიტორიაზე დაირგო ბალახი, 237 ხე და 10,649 მცენარე, დამონტაჟდა საინჟინრო ქსელები კანალიზაციის, წყალმომარაგების და საირიგაციო ავტომატიზებული სისტემებისთვის. თანამედროვე პარკების ანალოგიურად, ტერიტორიაზე ცალკე მოეწყო ძაღლების სასეირნო სპეციალური სივრცე
 
გორის ცენტრალური პარკის განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისა და ბავშვის ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის
 
გორის პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში, 12.2 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა.
 
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати