საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარედ, ლევან დარახველიძე დაინიშნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ლევან დარახველიძეს აქვს საჯარო და კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.
„სხვადასხვა წლებში იყო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკური განვითარებისა და საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარე, ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრი, სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი.
ასევე, სხვადასხვა კომერციულ ორგანიზაციაში იკავებდა გენერალური და კომერციული დირექტორის თანამდებობებს. იყო საქართველოს განათლებისა და პროფესიული სწავლების ფონდის წევრი. ლევან დარახველიძე პროფესიით ინჟინერია. ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს. დაიბადა 1970 წლის 17 აგვისტოს ქალაქ თბილისში“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო - აცრა, ყველა მოქალაქისთვის, უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა ფრანგული წარმოების, ოთხკომპონენტიანი, (SANOFI WINTHROP INDUSTRIE-ის VaxigripTetra™) სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.
„ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაქცინაცია მაღალი რისკის / ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის, რადგან ზოგიერთი ადამიანისთვის გრიპი შესაძლოა სახიფათო დაავადებად იქცეს.
აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებსა და პოლიკლინიკებში 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
დაწესებულებები იხილეთ ბმულზე: https://ncdc.ge/#/pages/file/87a090e3-e8de-4d08-adaf-aaf0cb8b7128