USD 2.7068
EUR 3.1532
RUB 3.3525
Tbilisi
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარედ გიორგი წერეთელი დაინიშნა
Date:  352

საქართველოს პრემიერ-მინისტრის  ბრძანებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარედ გიორგი წერეთელი დაინიშნა.

გიორგი წერეთელი, 2018 წლის აპრილიდან საავტომობილო გზების დეპარატმენტის თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობდა.  გიორგი წერეთელს, როგორც საჯარო ასევე, კერძო სექტორში ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. 

დეპარტამენტის ხელმძღვანელობაში კიდევ ერთი ცვლილებაა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ, 01 მარტიდან სალომე წურწუმია ინიშნება. სალომე წურწუმია ამ დრომდე, დეპარტამენტის იურიდიული სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა.

Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way