USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Tbilisi
სააპელაციო სასამართლომ დავით კეზერაშვილს 5 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა
Date:  885

სააპელაციო სასამართლომ დავით კეზერაშვილი დამნაშავედ ცნო და მას  5 მლნ ევროს გადახდა  დააკისრა. გადაწყვეტილება მოსამართლეთა კოლეგიამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.  

თავდაცვის სამინიტრო ყოფილ მინისტრს  ზარალის ანაზღაურებას, უწყებაში ჩატარებული ფიქტიური წვრთნების და 5 მილიონი  ევროს გაფლანგვისთვის სთხოვს. 

კეზერაშვილის ადვოკატი განაჩენის აბსურდულობაზე საუბრობს და ამბობს, რომ მოცემულ საქმეში სახელმწიფოს ინტერესს მხოლოდ ტელეკომპანია "ფორმულას" გაჩუმება წარმოადგენდა. 

"შეუძლებელია სასამართლოს გადაწყვეტილება იყოს კანონიერი, როდესაც არ არსევბობს საქმეში კალკულაცია იმასთან დაკავშირებით ნამდვილად იყო თუ არა ზიანი დამდგარი თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ და ერთადერთი, რასაც სამინისტრო ეყრდნობა თავისი პოზიციის ფორმულირებისას, ეს არის დებიტორულ დავალიანებად არსბეული ჩანაწერი, რაც აბსოლუტურად აცდენილია სამართლის საფუძვლებს. ზიანი უნდა დადგინდეს არა იმით, რა მიაჩნიოა დებიტორულ დავალიანებად ამა თუ იმ მხარეს, არამედ იმის მიხედვით, რა იყო რალურად მიყენებული ზიანი და ამისთვის ან ექსპერტიზა უნდა ჩატარებულიყო ან სხვა რამე სანდო დოკუემნტი ყოფილიყო წარმოდგენილი. ცხადია, სახელმწიფო თავს არიდებდა ასეთი წარმოების ჩატარებას, რადგან თუკი ის ჩაატარებდა ექსპერტიზას, დადგინდებოდა, რომ წვერთნები ჩატარებულია რეალურად და ზიანი, რომელზეც დავობს არის ტყუილი და საფუძველი გაოეცლებოდა არა მარტო სამოქალაქო საქმეს, რომელიც ტელეკომპანია "ფორმულუას" წინააღმდეგ არის რეალურად მიმართული, არამედ სისხლის სამართლის საქმესაც. აქ ცხადია, მთავარი სამიზნე არის ტელეკომპანია "ფორმულა", სხვა ინტერესი სახელმწიფოს არ გააჩნია", - ამბობს გიორგი მშვენიერაძე. 

განაჩენი დღეს საქმის კიდევ ერთ ბრალდებულთან, ალექსანდრე ნინუაასთან დაკავშირებითაც გამოცხადდა. მას ასევე ფულადი ჯარიმა დაერიცხა. 

World
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way