USD 2.6259
EUR 3.0206
RUB 3.3010
Tbilisi
სააპელაციო სასამართლო - ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების უმეტესობა უკანონოა
Date:  2429

აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს არ ჰქონდა ტარიფების დაწესების უფლება იმ ფორმით, რა ფორმითაც ეს გააკეთა. შესაბამისად, დაწესებული ტარიფების უმეტესობა უკანონოა.

მიუხედავად ამისა, სასამართლომ ტარიფების მოქმედება ძალაში დატოვა 14 ოქტომბრისთვის დანიშნული უზენაესი სასამართლოს მოსმენამდე.

„კანონი პრეზიდენტს აძლევს უფლებამოსილებას, მიიღოს სხვადასხვა ზომა ქვეყანაში გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობაზე საპასუხოდ, თუმცა ამ ქმედებებიდან არცერთი პირდაპირ არ ითვალისწინებს ტარიფების, მოსაკრებლებისა და ა.შ. დაწესების, ასევე საგადასახადო დაბეგვრის უფლებამოსილებას“, - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ, ტრამპმა სავაჭრო პოლიტიკის გამკაცრება დაიწყო. ამ პროცესის კულმინაცია 2 აპრილს მოხდა, როდესაც მან იმპორტზე 10%-იანი საბაზისო ტარიფის დაწესების შესახებ განაცხადა, ხოლო ცალკეული ქვეყნებისთვის გაზრდილი, ტარიფები დააწესა.

World
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way